სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბელორუსში სუკ–ი სოციალური ქსელების იუზერებს დაერია

ბელორუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა სოციალურ ქსელ „ვკონტაქტე“–ს მომხმარებელთა დაკავება დაიწყო.

უკვე დაკავებულია სამი მომხმარებელი, რომლებიც ადრე ამავე ქსელში შექმნილი ჯგუფების ადმინისტრატორები იყვნენ. მათ ჯგუფებში, ფორუმებზე იუზერები მომავალ საპროტესტო აქციებს განიხილავდნენ.

ყველაზე პირველად სუკ–ის მუშაკებმა სერგეი პავლიუკევიჩი დააკავეს, რომელმაც სოციალურ ქსელში ჯგუფი „მილიონიანი მარში“ შექმნა. მასში გაწევრიანება 40 ათასმა კაცმა მოასწრო. საერთო ჯამში კი, პავლიუკევიჩის მიერ შექმნილ ჯგუფებში 120 ათასზე მეტი ადამიანი იყო გაწევრიანებული.

დაკავებულისგან ამოიღეს კომპიუტერი, რის შემდეგაც შენახული პაროლის მეშვეობით სუკ–ის თანამშრომლებმა ჯგუფები გააუქმეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100