
ფეხქვეშ საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან გადმოვარდა - კახეთში 35 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა კახეთში - ახმეტაში მამაკაცი გარდაიცვალა.
35 წლამდე კაცი მამაკაცი კომპანია "მაგთიკომის" თანამშრომელი იყო და კახეთში სამუშაოს შესასრულებლად იყო მიგზავნილი. ის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო ასული, როდესაც ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან ძირს ჩავარდა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
კომენტარი