
გიორგი მუმლაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გიორგი მუმლაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ. როგორც მუმლაძის ახლობლები ამბობენ, მას თავს 4 პირი დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. თავდასხმა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.
თავდასხმა მარნეულში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ტელეფონიც წაართვეს.
ფოტოზე ჩანს, რომ მუმლაძე დასისხლიანებულია და შემოხეული აქვს ტანსაცმელი.
კომენტარი