კიდევ ერთი გარდაცვლილი ნინო კენჭაძეა - მისი ცხედარი ოჯახმა ამოიცნო
კიდევ ერთი გარდაცვლილი ნინო კენჭაძეა - მისი ცხედარი ოჯახმა ცოტა ხნის წინ ამოიცნო
3 აგვისტოს, შოვში მომხდარ მეწყერს ბოლო ინფორმაციით, 14 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი 11 ადამიანიდან 6 იდენტიფიცირებულია. მათ შორის არის ნინო კენჭაძე, რომლის ცხედარიც მამამ ამოიცნო. ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
ნინო შოვში მეგობრებთან, გვანცა ბუბაშვილთან და სალომე ხეთაგურთან ერთად იყო. გვანცას და სალომეს შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. სამივე გოგონა ბოლო მონაცემებით, კალცის წყლის ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდნენ, სტიქიის შემდეგ კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
კომენტარი