"ძვირფასო ვლად! შენ მოიგე. რუსი ხალხიც ტირის!"
"ძვირფასო ვლად, გასაკვირია! შენ მოიგე. რუსი ხალხიც ტირის!" - დაწერა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა "ტვიტერში", თავის მიკრობლოკში, მანეჟის მოედანზე ვლადიმერ პუტინის მომხრეთა მიტინგზე კამერის მიერ პუტინის ცრემლის დაფიქსირების კომენტირებისას.
შეგახსნებთ, რომ გუშინ საღამოს მანეჟის მოედანზე ვლადიმერ პუტინის გამარჯვების აღსანიშნავად მისი მომხრეების მიტინგი გაიმართა. მოგვიანებით მომხრეებს თავად პუტინი შეუერთდა.
კომენტარი