მრავლად გვაქვს დაფიქსირებული ფულის დარიგების ფაქტები - ხატია დეკანოიძე
ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არჩევნების პროცესში დამკვირვებლებმა ე.წ. "კარუსელის მცდელობა" და ფულის გადაცემის ფაქტები დააფიქსირეს.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ბრიფინგზე დამკვირვებლებისთვის საარჩევნო პროცესის დაკვირვებაზე ხელის შეშლის ფაქტებზეც ისაუბრა.
"მე-7 საარჩევნო უბანზე იყო "კარუსელის" მცდელობა, მარკირებიანი მოქალაქე ცდილობდა მეორედ შესვლას. ეს არის ის გაყალბების სქემა და მექანიზმი, რომელსაც იყენებენ ადგილობრივად "ქართული ოცნების” წარმომადგენლები. მე-40 უბანზე დაფიქსირდა უბანთან ახლოს მდგარი მანქანიდან ფულის დარიგების ფაქტი, რაც ხდება ბევრგან. მრავლად გვაქვს დაფიქსირებული მოსყიდვის ფაქტები, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ ჟურნალისტებს.
დილიდან ქუთაისის ყველა უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს შეექმნათ პრობლემები, ბევრ მათგანს უბანზე არ უშვებდნენ. მაგრამ, განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებაზე. ამასთან დაკავშირებით მოგვიწია საჩივრების დაწერა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კომენტარი