სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, სავალან მირზოევი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი გარდაბნის 62-ე უბნისა და ბოტანიკი, ნაზარლოს სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ამჯერადაც, მოსახლეობამ ყველაზე დიდი ინტერესი მიწის რეგისტრაციის გამარტივებულ კანონზე გამოხატა. სავალან მირზოევმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე და მოსახლეობა დააკვალიანა, თუ როგორ უნდა მოიქცეს კუთვნილი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებისას. ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა ვრცლად მიმოიხილა ჯანდაცვის პროგრამა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ამიერკავკასიაში.მან ხაზი გაუსვა C ჰეპატიტის უფასო მკურნალობას, რომლითაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს. სავალან მირზოევმა ადგილობრივებს მოუწოდა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად მივიდეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. (რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100