სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს

გარემოსდაცვით პრობლემებს დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებას არავინ აქცევდა. ინდუსტრიული ხანის დაწყებისთანავე ადამიანმა მნიშვნელოვნად შეამცირა ველური ბუნების საზღვრები, დაიწყო მიწის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება. შეცვალა მდინარეების კალაპოტები, ცხოველების განსახლების არეალი, გაჩეხა ტყეები და მათ ნაცვლად ააგუგუნა ორთქმავლის ბორბლები, ქარხნები და შემდეგ უკვე ავტომობილებიც, რომლებიც შავი კვამლით ფარავდნენ ცას. პროგრესის სახელით ცხოველთა ასეულობით სახეობა გადაშენდა და კიდევ უფრო მეტი მიიყვანა გადაშენების ზღვარზე.

მსოფლიომ ეკოლოგიურ პრობლემებს პირველად 1977 წელს მიაპყრო ყურადღება თბილისში გამართულ სამთავრობოთშორის კონფერენციაზე გარემოსდაცვითი განათლების შესახებ (ICEE). სწორედ აქ გადაიდგა გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების პირველი ნაბიჯები.

მას შემდეგ ადამიანები კამათობენ, მსჯელობენ, შეიმუშავებენ გეგმებს თუ როგორ შემცირდეს გარემოსადმი მიყენებული ზიანი. ამ ზიანში უდიდესი წვლილი სწორედ ავტომობილებს შეაქვს. დაბინძურებულმა გარემომ სულ რამდენიმე თვის წინ ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, სადაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, სმოგი გამოიწვია. ქალაქი იმგვარმა შავმა ბურუსმა დაფარა, რომელიც მანამდე მხოლოდ სტივენ კინგის რომანების მოყვარულებს წარმოედგინათ. მოიწამლა უამრავი ადამიანი, რამაც საბოლოოდ ინდოეთის ხელისუფლება აიძულა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და ახლო მდებარე დასახლებული პუნქტების ევაკუაცია მოეხდინა.

ამ და სხვა საფრთხეების გათვალისწინებით, კაცობრიობა დღითიდღე უახლოვდება იმ აზრს, რომ მიდგომა ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს. მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნესმენები თანხმდებიან რომ აუცილებელია ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ტრანსპორტის შექმნა. ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი კომფორტული და იაფი ელექტრომობილების წარმოებაა.

მსოფლიოში პირველი ელექტრომობილი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გამოიგონეს, 1828 წელს უნგრელმა ანოს ჯედლიკმა საზოგადოებას წარუდგინა პირველი აპარატი, რომელიც ელექტროენერგიის მეშვეობით გადაადგილდებოდა, მას სკეიტბორდის ფორმა ჰქონდა და რასაკვირველია მძიმეწონიანი კორპუსის გადაადგილება არ შეეძლო.

მას შემდეგ თითქმის ორი საუკუნე გავიდა და ახლა უკვე მსოფლიოში არსებული ათობით კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ელექტროძრავზე მომუშავე მაღალტექნოლოგიურ მანქანებს, რომლებიც არც ერთი კომპონენტით თავის „გამონაბოლქვიან კონკურენტებს“ არ ჩამოუვარდებიან და არა თუ არ ჩამოუვარდებიან, მნიშვნელოვანწილად უსწრებენ კიდევაც მას სხვადასხვა მაჩვენებლით.

ელექტრომობილების პოპულარობა გარემოსდაცვითი ფაქტორების გარდა, პირველ რიგში განპირობებულია ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნითა და მისი რესურსების დეფიციტით. სულ მალე შეუძლებელი იქნება დედამიწის მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საწვავით, რაც მის ფასზე აისახება და დროთა განმალობაში სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი ნავთობპროდუქტები, რაც ელექტრომობილს უკონკურენტო მდგომარეობაში აყენებს.

პირველი მნიშვნელოვანი ნახტომი ელექტრომობილების წარმოებაში 2008 წელს მოხდა, როდესაც Tesla Motors-მა დაიწყო სპორტული ელექტრომობილების Tesla Roadster-ის გამოშვება. მათ მიერ შექმნილმა სპორტულმა ელექტრომიბილმა სიჩქარისა და ანდრენალინის მოყვარულებს დაუმტკიცა, რომ მათი მანქანა არ ჩამოუვარდება სხვა ავტომობილებს სავალი მაჩვენებლების მიხედვით, როგორც გარბენის დინამიკის, ასევე მაქსიმალური სიჩქარის თვალსაზრისით.

შემდეგი დიდი მიღწევა ეკუთვნის უკვე Daihatsu Mira-ს, რომელმაც 2010 წლის 22-23 მაისს ერთი დამუხტვით 1003.184 კილომეტრი გაიარა. იმავე წლის 24 აგვისტოს კი Venturi Jamais Contente-ის მიერ შექმნილი იონური აკუმულატორით აღჭურვილმა ელექტრომობილმა სიჩქარის რეკორდი მოხსნა და 1 კილომეტრის დისტანციაზე 495 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. 2010 წლის 29 ნომებერს კი ელექტრომობილი პირველად გახდა კონკურსის „წლის ევროპული ავტომობილი“ გამარჯვებული Nissan Leaf-ი.

ელექტრომობილები ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ითვლება უფრო მიმზიდველად მის წინამორბედ საწვავზე მომუშავე ავტომობილებთან შედარებით. მისი კონსტრიუქციის სიმარტივე ამცირებს ცვეთას და მას შეუძლია გამართულად ემსახუროს პატრონს 20-25 წლის განმავლობაში. არ საჭიროებს სათადარიგო ნაწილებს და შეკეთებას, რაც ელექტრო ავტომობილს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, ფინანსური თვალსაზრისით, სხვა ავტომობილებთან მიმართებაში.

ვიბრაციისა და ხმაურის სიმცირე მას უფრო კომფორტულ ტრანსპორტად აქცევს. ელექტრომობილი ამუხრუჭებს პირდაპირ ელექტროძრავის მეშვეობით (ელექტრომაგნიტური მუხრუჭის რეჟიმი), მექანიკური მურხუჭის გარეშე, რაც თავიდან აგვაცილებს ხახუნს და მუხრუჭების ცვეთას.

ელექტრმობილი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და მინიმუმადეა დასული ავარიისას მისი აალების, ან აფეთქების ალბათობა.

გარდა ამისა, ის ყველაზე ეკონომიური გადაადგილების საშუალებაც არის. ელექტრომობილის დატენვა შეიძლება პირდაპირ საყოფაცხოვრები შტეფცელიდან, მისი დამუხტვა შესაძლებელია მოძრაობისას და ასევე, შეუძლია გამოიყენოს მზის ენერგია. შესაბამისად, ფაქტობრივად უფასოდ შეუძლია გემსახუროთ.

ამჟამად საქართველოში 50-მდე ელექტრომობილი დადის. 2016 წლის ნოემბერში თბილისში ელექტროავტომობილის დასატენი 2 სადგური გაიხსნა კომპანია E-space-ის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. დასატენი სადგურები ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან განთავსდა. 2017 წლის ბოლომდე კი ასეთი სადგურების რაოდენობის 100-მდე გაზრდა იგეგმება. ეტაპობრივად სადგურები ავტობანებსა და რამდენიმე რეგიონშიც განთავსდება. თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს, ასევე უფასო პარკირებას პირდება. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში ელექტრო ავტომობილების იმპორტი გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.


საქართველოში ელექტრომობილების ბაზარზე დამკვიდრების და ჩვენი ქვეყნის ავტოპარკის გაუმჯობესების მიზნით „ავტოჰაბი“ იწყებს ელექტრომობილების პოპულარიზაციის პროგრამას. „ავტოჰაბი“ არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც ელექტრომობილების იმპორტის გაზრდის პროგრამის ფარგლებში ელექტრომობილების იმპორტის წასახალისებლად ავტოიმპორტიოტებს სთავაზობს უპრეცენდენტო პარტნიორობას: ავტოჰაბი მათ მიერ საქართველოში შემოყვანილი ელექტრომობილებს პორტში ჩამოსვლისთანავე შეიძენს.

ავტოჰაბი მზად არის ელექტროავტო იმპოეტიორებს გადაუხადოს ავტომობილის პორტამდე ჩამოყვანის ღირებულება. პლიუს 15%-იანი მოგება.

„ავტოჰაბი“ მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრომობილებს ხელმისაწვდომ ფასად, ხარისხიან ტრანსპორტს იაფად და ეტაპობრივი გადახდის საშუალებით. სადაც ყოველ მსურველს შეუძლია თბილისში ჩამოყვანილი ელექტრომობილების ადგილზე შემოწმება, ანგარიშსწორების პირობებზე შეთანხმება და შინ საიმედო, კომფორტული და იაფი ტრანსპორტით დაბრუნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100