გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს გამართლების იმედი აქვთ – საქმე სააპალაციოში გრძელდება
5 მსჯავრდებულს იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გიორგი შაქარაშვილის სასტიკ მკვლელობაში გაამართლებს. ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე პირების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში აქციის თანხლებით მიმდინარეობდა. 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს სასამართლო დარბაზში ადვოკატები, ეზოში კი მათი ოჯახის წევრები ამხნევებდნენ და იცავდნენ.
დაცვის მხარის ორი შუამდგომლობიდან მოსამართლემ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა – შაქარაშვილის საქმის განხილვაზე დასწრება ყველა მსურველს მათ შორის მედიასაც შეეძლება.
უცვლელია შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია. მირიან ნიკოლაძე დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას კვლავ ძალაში დატოვებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია 5 პირი, აქედან 3-ს მისჯილი აქვს 16 წელი, 2 არასრულწლოვანს კი 10 წელი.
კომენტარი