მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც ვინც მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე, ჩემს ოჯახს – პოზნერის მასპინძელი მიმართვას ავრცელებს
„მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც ვინც მლანძღავს. არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე, ჩემს ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!.. ვიცი დღეს დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს“,- ასე ეხმაურება რუსული ელიტის ქართველი წევრი, მირანდა მირიანაშვილი ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს.
„თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და სიყვარულს, ამითაა სავსე ახლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული, სიყვარულით, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.
გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ყველას, მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ,არაფერი ჩამიდენია უმსგავსო.
გთხოვთ, არ მომწეროთ კომენტარი, და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით. მინდა თითოეულს გითხრათ რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ახლა მხდის ბედნიერს“,- წერს მირანდა.
ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, მან თბილისში ვიზიტი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად დაგეგმა.
სასტუმრო „რუმსში“ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს და კვერცხები დაუშინეს.
კომენტარი