სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უმძიმესი ჟამი ახლოვდება... მხცოვანი ბერის წინასწარმეტყველება

ახლოვდება უმძიმესი ჟამი, რადგან დედამიწაზე რწმენა შემცირდება. სიღატაკით გათანგული ადამიანები საჭმლისა და ტანისამოსის გამო სულებს გაჰყიდიან. მსოფლიო გაბოროტდება, გაქრება სიყვარული და ქველმოქმედება კაცთა შორის. მღვდლები და საერონი ერთურთს დაემსგავსებიან და არავინ იქნება მორწმუნეთა დამრიგებელი და დამმოძღვრელი. მორწმუნენი ვერ იპოვიან ვერც მწყემსს, ვერც მაცხოვნებელ გზას. ქვეყნიერებას ფული და გამდიდრების ხარბი წყურვილი დაეპატრონება.

არავინ იზრუნებს კაცთა სულებზე. ყველანი მოგებას გამოეკიდებიან. ყველა გულგრილი გახდება საკუთარი ცხოვნების მიმართ, გაქელავენ სარწმუნოებას, არ ექნებათ შიში ღმრთისა, დაკარგავენ პასუხისმგებლობას, მოვალეობის გრძნობას და გაუგებარნი იქნებიან. ყველაფრის კრიტერიუმი ფული გახდება.

ადამიანები ერთმანეთს გაჰყიდიან. ბოროტება საშინელი ძალით გავრცელდება დედამიწაზე და უკანასკნელი ჟამიც მოიწევა. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს რაოდენ საშინელი იქნება ის ჟამი და რაოდენ გაუჭირდებათ ადამიანთ. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რა გველოდება ჩვენ და ჩვენს შთამომავალთ.

ამ მძიმე ჟამს ჩვენი შვილები სრულიად მოუმზადებელნი იქნებიან იმისთვის, რათა შეეწინააღმდეგონ ვითარებას, რადგან დღევანდელი მშობლები თავიანთ შვილებს ღმრთისადმი შიშს არ ასწავლიან. არიან ურცხვნი და ამის გამო მრავალი ბოროტების მიზეზნიც იქნებიან.

დედებო, ნუ მიაგდებთ თქვენს შვილებს, რათა ამ საუკუნის გამხრწნელმა ტალღამ არ შთანთქას ისინი და უკუნის მორევში არ დანთქას! მარადიულად იტირებთ თქვენ დედანო, თუ არ გადაარჩენთ თქვენს შვილებს და ცეცხლის გეჰენიის შვილებად გარდააქცევთ მათ. თუ წუთისოფლის ცოდვა შეჩერდება და ადამიანები შეინანებენ, ჩვენ არ შევაბიჯებთ ბოლო დროებაში და მცირედი ჟამი მოგვეცემა...

ინტერნეტ წყაროების მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100