სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ესპანეთის პოლიციამ ბიძინა გიორგობიანი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი დააკავა.

„დარიოდა მალიორკას“ ინფორმაციით, გიორგობიანი სამართალდამცველებმა ესპანეთში, ლევანტეს კუნძულებზე აიყვანეს, ხოლო მისი იდენტიფიცირება აგენტის მეშვეობით შეძლეს.

გამოცემის ცნობით, გიორგობიანი ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ გიორგობიანზე ძებნა რამდენიმე წლის წინ გამოაცხადა. ქართულმა სასამართლომ გარკვეული დარღვევების გამო მას სასჯელი დაუსწრებლად შეუფარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100