სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მითხარი რომელია შენი საყვარელი ხილი და გეტყვი ვინ ხარ შენ

ცით თუ არა, რომ შეიძლება მეტი გაიგოთ ადამიანის ხასიათზე არამარტო მათი მანერებით, ჟესტებით, მოქმედებებითა და საუბრით, არამედ იმით, თუ რომელ პროდუქტს ანიჭებენ ისინი უპირატესობას? ავსტრიელმა ბიოფიზიკოსებმა შეამჩნიეს, რომ სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ერთსა და იგივე ხილს, აქვთ ძალიან ბევრი საერთო ხასიათში, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს მათ მოქმედებებზე, ქორწინებასა და საპირისპირო სქესთან ურთიერთობებზე.

ვაშლი

ვაშლის მოყვარული ადამიანები გარდა იმისა, რომ ჯანმრთელები არიან ამ უნიკალური ხილის ყოველდღიური მოხმარებით, გამოირჩევიან შესაშური სტაბილურობით, ერთგულებითა და თავდადებით.

მსხალი

მსხალს ანიჭებენ უპირატესობას მგრძნობიარე და სექსუალური ადამიანები. ცნობილია, რომ ასეთი ადამიანების გამოჩენა კომპანიაში არცერთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს არ დარჩება შეუმჩნეველი.

მარწყვი

მარწყვი იმ ადამიანების საყვარელი ხილია, ვისთვისაც კომფორტი ძირითადი და განმსაზღვრელი კონცეფციაა ცხოვრებაში განურჩევლად სეზონისა და გარემოებებისა. როგორც წესი, ასეთი ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ქორწინებას ანგარებით, ფულის გამო.

ყურძენი

ყურძნის მოყვარულები, ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდამ მიილტვიან ყველაზე დახვეწილი სიამოვნებებისაკენ. თუმცა, დროთა განმავლობაში (მიხვდებიან რა, რომ ოჯახი ყველაზე დახვეწილი და ამაღლებული რამაა), ისინი გახდებიან იდეალური ქმრები (ან ცოლები) და მთლიანად ოჯახს დაუთმობენ საკუთარ თავს.

პომიდორი

ამ პროდუქტის მოყვარულებს უყვართ ბევრი ჭამა, რაც თავის თავად იწვევს ჭარბ წონას. რა თქმა უნდა, სიყვარული ამის გამო არ დაზარალდება, სამაგიეროდ დაზარალებული იქნება მათი გარდერობი.

კარტოფილი

სოლიდური და პრაქტიკული ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ამ პროდუქტს. ასეთ ადამიანებს ჩვეულებრივ აქვთ ძლიერი და დიდი ოჯახი.

ანანასი

ეს ხილი უყვართ ადამიანებს, რომლებთაც ადვილად და ხშირად უყვარდებათ, აღმერთებენ ცხარე დისკუსიებს ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ კომპანიაში, რომლებიც ხშირად ჩაერთვებიან ხოლმე ყველაზე წარმოუდგენელ და გასაოცარ აფიორებსა და თაღლითობებში და ეშვებიან უკიდურესად სარისკო თავგადასავლებში და ავანტიურებში.

ფორთოხალი

პატიოსანი, მშვიდი, ჭკვიანი და ინტელიგენტი ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ფორთოხალს. ასეთი ადამიანები სიყვარულში რომანტიულები არიან, მზრუნველები და ამაღლებულები. და თუ მათი ცხოვრება იღებს მოულოდნელ მიმართულებას და რაღაც ისე არ მიდის, როგორც იყო დაგეგმილი, ისინი ადვილად და უბრალოდ გადაეწყობიან ამ ცვლილებების შესაბამისად და ამის გამო დისკომფორტს სულაც არ განიცდიან.

ბრიუსელის კომბოსტო ადამიანების უმეტესობისათვის ეს სულაც არ არის საყვარელი პროდუქტი. მისი უკიდურესად მცირე რაოდენობის თაყვანისმცემელნი გამოირჩევიან მძიმე, გადამწყვეტი ხასიათით, სხვების მიმართ გდამეტებული მოთხოვნებით. ასეთი ადამიანების გულის მოგება ადვილი არ არის, თუ ეს უკვე არ მოხდა...

გრეიფრუტი

გრეიფრუტი - ეს იდუმალი გემოა. თაყვანისმცემლები ამ გამოუცნობი ხილისა ჩვეულებრივ ძალიან ჭკუამხიარულნი და ზედაპირულნი არიან. ეს ადამიანები დროის დიდ ნაწილს ატარებენ საკუთარი თავის მოვლაში. ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესის მკაცრი დამცველები არიან, ზედმიწევნით ითვალისწინებენ ექიმების ყველა რჩევას და იშვიათად დაჰყვებიან ცდუნებას.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100