“ ბულგარეთის ხელისუფლებამ არ დაუშვა თვითმფრინავი, რომლის ბორტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა” - ლავროვი სერბეთში ვერ გაფრინდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, სერბეთის ზოგიერთმა მეზობელმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე დახურა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო. "სერბეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა დაკეტეს ერთადერთი საჰაერო მარშრუტი სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის, რომელიც სერბეთში უნდა გამგზავრებულიყო. რუსეთის დელეგაციას მოლაპარაკებები უნდა გაემართა ბელგრადში, ევროკავშირისა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა კი დაკეტეს საჰაერო სივრცე," - განაცხადა ზახაროვამ იტალიის ტელევიზიის La7-ის ეთერში.
კომენტარი