თინა კანდელაკის ყოფილმა ქმარმა შვილები და დედა ყოფილ ცოლს დაუტოვა და კუბაში გაიქცა
ჟურნალ „7 დღისთვის“ მიცემულ გულახდილ ინტერვიუში თინა კანდელაკმა ახსნა, თუ რატომ ცხოვრობს ჯერ კიდევ მასთან ყოფილი დედამთილი, იმის მიუხედავად, რომ სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი გაცილდა მეუღლეს, ანდრეი კონდრახინს. კანდელაკი ამ თემაზე საუბარს გაურბოდა, მაგრამ ბოლო დროს, რატომღაც, გულახდილობის ხასიათზე დადგა.
„წლების გასვლასთან ერთად, მე ვხვდებოდი, რომ ანდრეისა და ჩემი მოსაზრებები და შეხედულებები ყველაფერში განსხვავებული ხდებოდა და ეს განსხვავება სულ უფრო და უფრო მატულობდა. ბოლო წლებში ამან პიკს მიაღწია და მე და ჩემი ყოფილი ქმარი პარალელური ცხოვრებით ვცხოვრობდით, რამაც განქორწინების გადაწყვეტილება მიმაღებინა, თუმცა, იქვე განვუმარტე ყოფილ მეუღლეს, რომ მისგან ალიმენტს არ მოვითხოვდი.“
კანდელაკის თქმით, მისი ყოფილი მეუღლე ამ დროისთვის არც კი იმყოფება რუსეთში და ყოფილი დედამთლი, ბავშვებთან ერთად, თინა კანდელაკთან ცხოვრობენ. რაც შეეხება ყოფილ მეუღლეს, ის ნახევარი წლის განმავლობაში იამაიკაზე იმყოფებოდა, მერე კი კუბაზე გადაბარგდა, ხოლო საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკის მართვა კომპანიონს გადააბარა.
კომენტარი