დატბორილია მეტრო სადგურ "ახმეტელის" შესასვლელი, თბილისის სხვადასხვა უბნებში მეხანძრე-მაშველებს წყალში ჩარჩენილი ავტომობილები გამოჰყავთ
წყალდიდობა თბილისში - ძლიერი წვიმის გამო ქალაქის სხვადასხვა უბნები დატბორილია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, რომლებიც წყლის ამოტუმბვას ცდილობენ და ავტომობილები გამოჰყავთ დატბორილი ადგილებიდან.
წყლის დაგროვებამ გამოიწვია სამანქანო მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები აწარმოებენ ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას.
ამ წუთებისთვის, მეხანძრე-მაშველები გლდანის რაიონში 5 სახლის სარდაფიდან აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს. წყლის ნაკადმა მოძრაობის შეფერხება გამოიწვია თამარაშვილის ქუჩაზეც, სადაც მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
ძლიერი წვიმის შედეგად, მოქალაქეები არ დაშავებულანი.
კომენტარი