დღეს ბათუმს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ეწვევა
დღეს ბათუმს ორდღიანი ვიზიტით ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ეწვევა.
ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ცნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედების მე-15 წლისთავთან დაკავშირებით ბათუმი კონფერენციას "საკონსტიტუციო კონტროლის წარსული და მომავალი ახალ დემოკრატიებში" უმასპინძლებს.
ღონისძიება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) დახმარებით იმართება.
ვენეციის კომისიას კი აღნიშნულ კონფერენციაზე ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო წარმოადგენს.
კომენტარი