დავით დარჩიაშვილი: ნაციონალები იქ განგვსაჯონ, მაგრამ...
ნაციონალური მოძრაობის წევრი დავიტ დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.
„არ მოგწონთ ნაციონალური მოძრაობა? კი, ბატონო, გემოვნებაზე არ დავობენ. 9 წლის მანძილზე მარტო უსამართლო დევნას ხედავთ და ყველანი ცოცხით გამაუპატიურებლები ან მათი მეგობრები გგონივართ? კარგი, ”იქ” განგვსაჯონ. მაგრამ გააჩერეთ ივანიშვილი, ნამდვილი არქიპო სეთური ხომ ეგაა და არა სააკაშვილი, რომელიც არ გიქადაგებდათ ”მორალს”, მხოლოდ თავის ხედვას ახორციელებდა. ეს კი ქადაგებს და, ქადაგების საფარქვეშ, ნელნელა ყველას და ყველა დაპირებას იცილებს. ეს ხომ არ გინდოდათ ჩვენს მაგივრად?“ -წერს დარჩიაშვილი
კომენტარი