“გასართობად მოვიდა ჩემთან დააა – აი, მანდ დაგვენძრა… ვერასდროს გათხოვდება, მას ერთადერთი ქმარი ჰყავდა… მერვე საოცრება მოვახდინეთ – კესო და სუხო, ლეგენდად დარჩებიან”
“გასართობად მოვიდა ჩემთან დააა – აი, მანდ დაგვენძრა… ვერასდროს გათხოვდება, მას ერთადერთი ქმარი ჰყავდა… მეამაყება, რომ მე სუხო ვარ და მაგარი ტიპი ვარ, მერვე საოცრება მოვახდინეთ – კესო და სუხო, ლეგენდად დარჩებიან”…
ყველაზე სკანდალური და არაორდინარული თბილისური „ლავ სთორი“ დასრულდა. ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ტრანსსექსუალ კესო–ბესოს მეუღლე გაშორდა. კესარია და სუხო, იგივე სულხან მღებრიშვილი, დღეს ცალ-ცალკე ცხოვრობენ, უფრო მეტიც, სუხოს ახლა ახალი რომანი აქვს, ჩვეულებრივ ქალთან…
„კესოსთან არანაირი ურთიერთობა არა მაქვს, არც სასიყვარულო, არც მეგობრული. ის თავისთვის არის, მე ჩემთვის… დავამთავრეთ!“ -ამბობს სუხო და „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს, ექსკლუზიურად პირად დეტალებზე.
„დადებითიც და უარყოფითიც ის მაქვს, რომ სუხო ვარ. ყველაფერში პირველობა მიყვარს. ამიტომ, არც არაფერს შევუშინდი და კესო ცოლად მოვიყვანე“…
ასე დაიწყო სუხომ გულახდილი ინტერვიუ, რომელზეც არაერთი ქართული გამოცემა ნადირობდა. სულხან მღებრიშვილი 29 წლის თბილისელი ახალგაზრდაა, უყვარს კლუბებში სიარული, „ტუსევკები“, კონიაკი „ჯეკ დენიელსი“ და ვაშლის წვენი. დიდი სიყვარული უკვე გამოსცადა. „კესოსთან ვიპოვნე ჭეშმარიტი სიყვარული. დავცილდით და დეპრესიაში ვარ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ლეგენდად დარჩება…“
კესომდე პრესას არ კითხულობდა, გაზეთების კითხვა, კესოს მერე დაიწყო, უფრო სწორად, მას შემდეგ, რაც მის არატრადიციულ სიყვარულზე „პრაიმტაიმმა“ პირველი და ქართული პრესის ისტორიაში უპრეცედენტო სტატია დაბეჭდა. სწორედ ამიტომ აირჩია სუხომ „პრაიმტაიმი“…
თუმცა ინტერვიუს დაწყებამდე ორიენტაციასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებაც მოაყოლა.
-ტრანსვესტიტი არის კაცი, რომელსაც ქალის ტანსაცმელში სიარული უყვარს. ევასება კაბა, ტრუსი, ლიფი. კესო ტრანსვეს ტისტი არ არის, კესო ტრანსსექსუალია. ტრანსსექსუალი არის ადამიანი, რომლის ფსიქოლოგიური სქესი არ ემთხვევა ბიოლოგიურს. მთავარი კი ფსიქოლოგიური სქესია, რომელიც გონებით განისაზღვრება.
-კესო რომ ქალის ტანსაცმელში დადის?
– ქალია და იმიტომ დადის. ასეთ გაზეთში, რომ მუშაობ, ამის შესახებ უნდა იცოდე ჩემო, კარგო. რატომ ვერ ერკვევით ორიენტაციაში მიკვირს. სირცხვილია, ტეხავს. მთელი ჩემი ცხოვრება ჰეტერო ვიყავი. „პრაიმტაიმი“ მიწერს, რომ გეი ვარ, რატომ?
– მამაკაცს, რომელიც კესოსთან ერთად ცხოვრობს, რა ჰქვია?
– კესო ქალია. მე ჰეტერო ვარ… დღემდე იმას ვიძახი, რომ ქალთან ვცხოვრობდი. ახლაც ვამბობ, კესო ყოველთვის ასპროცენტიანი ქალი იყო ჩემთვის და ყოველთვის ქალად დარჩება. ვისაც ეჭვი ეპარება ეს (შუა თითი) მიიღოს ყველამ. ყველამ თავის ტრაკს უნდა მიხედოს. ქართული მენტალიტეტი ძალიან კარგად ვიცი. აქ დავიბადე და აქ გავიზარდე. მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს – კესო ძალიან მიყვარდა, ძალიან მიყვარს და სულ მეყვარება. მე ვარ ქართველი, რომელიც ამას აღიარებს. მე ვარ სუხო და ეს გავაკეთე. კესო ჩემს ცოლად ვაღიარე. ყველას წინააღმდეგ წავედი და ჩემი საქციელით მთელი საქართველო თუ არა, ნახევარი მაინც გადავიკიდე.
– ინტერვიუმდე მითხარი, რომ ამ საქციელით დედასაც გული ვატკინეო, მაგრამ შენ მაინც გადადგი ეს ნაბიჯი და ყურადღება არავის მიაქციე…
– ჩემს მშობლებს დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებააა. ვაკეთებ იმას, რაც მინდა! ვისთანაც მინდოდა ცხოვრება, იმასთან ვიცხოვრე. მეეე – არის ჩემთვის მთავარი. და ყოველთვის ისე იქნება, როგორც მინდა. საქართველოც მიყვარს და კესოც! თუმცა, დღეს ერთად არ ვართ. არც აღარასდროს ვიქნებით. რით ვარ იცი ბედნიერი? 29 წლისას რომ ასეთი სიყვარული მქონდა. კესოსაც ისე ვუყვარვარ, როგორც მე მიყვარს.
– რა უცნაურია და ერთად არ ხართ, რატომ?
– რთული საკითხია. ჩემსავით არ ის კესოც. ხან ბობოქრობდა, ხან არა. ჩვენი დაშორება იმანაც გამოიწვია, რომ ორივეს ურთულესი ხასიათი გვაქვს. ძალიან ჯიუტი ვარ, კესოც ჯიუტია.
– ასე თქვეს „სიმართლის დრომ“ იქონია გავლენა და იმიტომ დასცილდნენ ერთმანეთსო.
– აბსოლუტური სისულელეა. „სიმართლის დროში“ ნანკას მიახურა და ეგ არის. ნანკა თავისი ჭკუით, ვითომ პირიქით აპირებდა.
– ნანკას ორიენტაციასთან დაკავშირებით, რატომ ჰკითხა კესომ?
– კესო სულ მეუბნებოდა, ნანკას რაღაც კაცური გამოხედვა აქვსო.
– დაშორების კონკრეტული მიზეზი რა არის?
– ყველაფერს ბაზრობს დეგენერატი და იდიოტი. როგორ ფიქრობ სუხო ისეთი დებილია, ყველაფერი გითხრას? მაგას ვჭამ?
– სად გაიცანი კესო და როგორი ცოლი იყო?
– უმაგრესი, იდეალური. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს საჭმელებიც მხვდებოდა და სიურპრიზებიც. მაგრამ სიურპრიზის თემა ძალიან ინტიმურია. თევზეული და ზღვის პროდუქტი მიყვარს. ბევრჯერ დაუხვედრებია შემწვარი თევზი. ყოველთვის იცოდა მე რა მინდოდა. გრძნობდა. ერთად ერთი წელი ვიცხოვრეთ. ლესელიძეზე ბარში გავიცანი. მერე ტელეფონით დავუკავშირდით ერთმანეთს. ეს არ ყოფილა ერთი ნახვით შეყვარება. სიყვარული ნელ-ნელა შემოიპარა. თავიდან მეც გასართობად დავურეკე და კესოც გასართობად მოვიდა ჩემთან. დააა, როგორც კესო იტყვის – აი, მანდ დაგვენძრა. გავაკეთეთ სასწაული. თბილისის პირობაზე მერვე საოცრება მოვახდინეთ. საქართველო სულ რომ ამსტერდამი გახდეს. კესო და სუხო ლეგენდად დარჩებიან.
– შენ მგონი ამით ამაყობ კიდეც?
-კი, ვამაყობ და არც ვმალავ ამას. მახსენდება, კესოს დაბადების დღეზე უზარმაზარი ჰოლანდიული ვარდები ვაჩუქე, 22 ცალი. ბათუმში ვისვენებდით მაშინ.
-კიდევ რა გეამაყება შენი?
– ეგ მე ვიცი. მეამაყება, რომ მე სუხო ვარ და მაგარი ტიპი ვარ.
– ასე თუ ისე, კესოს არსებობამ შარში გაგხვია.
-კი, მაგრამ არასდროს მინანია. არასდროს!
– პირველი ცოლთან რამდენი წელი იცხოვრე?
– პირველთან ნახევარი წელი ვიცხოვრე. რვა წლის გოგონა მყავს.
– შენ ვერ გიძლებენ ქალები, თუ შენ ვერ უძლებ მათ?
– მე ვერ მიძლებენ. მძიმე, ცვალებადი და უცნაური ხასიათი მაქვს.
– შეიძლება გამოჩნდეს შენს ცხოვრებაში ქალი, რომელიც კესოს შემდეგ თავდავიწყებით შეგიყვარდება და ცოლად შეირთავ?
– არა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქალი მყავს, კესოზე მეტად არავინ შემიყვარდება.
– ეს სხვა ქალი ხომ არ იყო თქვენი დაშორების მიზეზი?
– რას ლაპარაკობ, ღადაობ? რა სისულელეა. ჩვენი დაშორების მიზეზი არავინ ყოფილა.
– ისე კესომ თქვა „სიმართლის დროში“, რომ შენ ბევრად ეჭვიანი ხარ ვიდრე კესო. ამ ეჭვიანობასაც ხომ არ დავაბრალოდ თქვენი დაცილება?
– ეჭვიანი ვარ, ვაღიარებ. მაგრამ არც ეჭვიანობა არ ყოფილა ჩვენი დაშორების მიზეზი.
– ე.ი. მოტყდი სუხო, ვერ გაუძელი ამ ყველაფერს და ფარ-ხმალი დაყარე?
– არააა. ისევ ვამბობ, კესოსთან მქონდა უდიდესი სიყვარული. მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი ინგრევა. დიდი სიყვარულიც კი. არ არის გასაკვირი, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა მე და კესოს სიყვარულიც დაინგრა.
– კესო რომ გათხოვდეს რა რეაქცია გექნება? – კესო ვერასდროს გათხოვდება. მას ერთადერთი ქმარი ჰყავდა – სუხო!
– სხვა სუხო რომ გამოჩნდეს?
– საქართველოში სხვა სუხო ვერ გამოჩნდება. იმიტომ, რომ სუხო ერთადერთია… უცხოეთში თუ წავა, ხო… ჩვენი ამბავი, რომ გაბაზრდა უცხოეთიდან მირეკავდნენ და მწერდნენ ქართველებიც და უცხოელებიც.
– რას გწერდნენ, ხომ არ გაგიჟდი ბიჭოო?
– არა. არ გვეგონა საქართველოში ისეთი მაგარი კაცი თუ ცხოვრობდა, ვინც ამდენს გაქაჩავდაო. მე გავქაჩე…
– სანამ კესო გამოჩნდებოდა და შეგიყვარდებოდა, სხვას რომ ეს ნაბიჯი გადაედგა შენი რეაქცია, როგორი იქნებოდა?
– ოოოოოოო, ამაზე არ მიფიქრია. პირდაპირ გეუბნები არ მაქვს პასუხი. რთული საკითხია.
-კესომ იცის ამ ქალის შესახებ? ჯობია მას ფიზიკურად?
-კესომ არა, საიდან უნდა იცოდეს? ამ ქალმა იცის კესოს შესახებ. მაგრამ გამოჩენა არ უნდა. არც არის საჭირო, რომ გამოჩნდეს. როცა თქვენთან ინტერვიუზე მოვდიოდი, მთხოვა „ტონკად“ იბაზრეო. მე ბანძ ქალებთან არ დავდივარ. პირველი ცოლი დაცემა ქალი მყავდა, ასევე კესოც და ეს ქალიც დაცემა ქალია.
– ე.ი. კესოსთან ურთიერთობამ მოგიტანა დიდი სიყვარული, ხალხის გადაკიდება და პოპულარობაც.
– რომელიც მე არაფერში მჭირდება. თავისთავად მოვიდა. მე კესო პოპულარობისთვის კი არა, სიყვარულისთვის მჭირდებოდა.
ავტორი: დეა თავბერიძე.
(გაზეთი “პრაიმტაიმი” N52(10)-ის არქივიდან 2010 წ.)
კომენტარი