„ჭირვეული მეზობლები“ - ვარსკვლავური წყვილი მელაძე და ვერა ბრეჟნევა ხალხს ავიწროებენ
კიევის ერთ-ერთ ელიტურ რაიონში მდებარე ბარის გარეშემო სკანდალი აგორდა. მთავარი გმირები კომპოზიტორი კონსტანტინ მელაძე და მისი მეუღლე, სექსიმბოლო, მომღერალი ვერა ბრეჟნევა არიან. როგორც ცნობილია ვარსკვლავურმა წყვილმა მათ სახლთან მდებარე ბარს სახელწოდებით „ჰაშთეგ ბარი“ პრობლემები შეუქმნა, რადგან ხმაური აწუხებდათ.
„მეგობრებო, ბარი დღეს არ მუშაობს. მეზობლებმა, უფრო ზუსტად კი ადამიანებმა რომლებიც ძალიან გვანან ბრეჟნევასა და მელაძეს, რომლებმაც ქორწილის შემდეგ იტალია მოიარეს და სახლში დაბრუნდნენ, გადაწყვიტეს, რომ ჩვენ უნდა დავიხუროთ. ისინი გვიგზავნიდნენ თავიანთ დაცვის წევრებსა და პოლიციელებს. ჯერ-ჯერობით გავდივართ კონსულტაციებს სპეციალისტებთან, რათა მომავალი სამოქმედო გეგმა დავსახოთ“ - წერდა ბარის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.
მეოდე დღეს ეს პოსტი წაიშალა, რადგან მოდავეებმა საკითხი მშვიდობიანი გზით გაარკვიეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბარის დახურვის მოთხოვნა არაოფიციალური იყო და ადმინისტრაცია ამ მოთხოვნის არდაკმაყოფილებით კანონს არ არღვევდა რადგან მამაკაცი, რომელმაც „ჰაშთეგ ბარს“ დახურვა მოსთხოვა არ გახლდათ რომელიმე სახელმწიფო უწყების თანაშრომელი. ის უბრალოდ მივიდა, განაცხადა რომ კონსტანტინემ გააგზავნა და ბარი უნდა დაიხუროს.
კომენტარი