დმანისიდან და ბოლნისიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ჩვილი შეიყვანეს - ბავშვების მდგომარეობა მძიმეა
დმანისიდან და ბოლნისიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი ჩვილი შეიყვანეს. ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი- 27-ზე. ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
ტურელიძისი ინფორმაცით, ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა. მათ უკვე კორონავირუსზე ტესტი უკვე აუღეს.
კომენტარი