უიტნი ჰიუსტონი მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ გადაცემაში უდიერად მოიხსენიეს
აშშ-ში პოპულარული ორი რადიოწამყვანი სამსახურიდან დათხოვილია უიტნი ჰიუსტონის ხსოვნისადმი მიძღვნილ გადაცემაში მომღერლის შეურაცხყოფისა და უდიერად მოხსენიების გამო.
ჯონ კობილტი და კენ ჩამპოუ პოპულარული რადიო KFI-AM-დან გაუშვეს. მათი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დასახელებულია „გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონის მიმართ გამოჩენილი უტაქტობისა და არაკორექტულობისთვის“.
„მენეჯმენტი ვერ წაახალისებს, ვერ დაუჭერს მხარს და ვერც მოითმენს მსგავს გამონათქვამებს“, - გაცხადებულია რადიოს ხელმძღვანელობის სპეციალურ მიმართვაში.
ამასტან, რადიოწამყვანებმა უკვე აღიარეს, რომ შეცდნენ და ბოდიში მოიხადეს მსმენელებისა და მომღერლის ახლობლების წინაშე. „ჩვენ შევცდით და ამ შეცდომის შემდეგ ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვეთანხმებით. ვსაუბრობდით შეუსაბამო ლექსიკით, რისთვისაც გულწრფელად ვიხდით ბოდიშს“, - განაცხადა ჯონ კობილტმა.
სკანდალური ფრაზები რადიოეთერში უიტნი ჰიუსტონის ხსოვნისადმი მიზღვნილი გადაცემის დროს გაისმა. საუბრობდნენ რა მომღერლის მიდრეკილებაზე ნარკოტიკებისადმი, წამყვანებმა იხმარეს სლენგ-სიტყვები „წამალი“ და „კოკაინისტი ქალი“, ამას გარდა, თავს უფლება მისცეს, ამ ასპექტში უიტნი აგდებულად მოეხსენიებინათ.
მაგალითად, გადაცემის წამყვანებმა მსმენელებს აცნობეს, რომ ჰიუსტონი ბოლო 20 წლის განმავლობაში „კრეკზე იჯდა“, წვეულებებზე კი „აუტანლად გამოიყურებოდა“, რადგან „ჩერჩეტივით როშავდა რაღაცეებს და წინდაუკან დარბოდა...“
კომენტარი