23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მოვლენებით ნაკლებად დატვირთული დღე იქნება. ფული, რომელსაც დღეს გაასესხებთ, მიიღებთ დაგვიანებით ან საერთდ ვერ მიიღებთ. ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები გააფორმებენ მომგებიან კონტრაქტს, რაც დაკავშირებული იქნება სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებასთან. ფრთხილად იყავით ხელმძღვანელობასთან.
კურო
დღეს სასიცოცხლო ძალებისა და შემოქმედებითი ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. გამორიცხული არ არის, რომ ვინმემ თქვენი საქმიანი აქტივობა ზედმეტ თავდაჯერებულობად ჩაგითვალოთ. თამამად გამოიჩინეთ ინიციატივა და ხელმძღვანელობისა და კოლეგების განსახილველად წამოწიეთ თქვენი წინადადება. საღამოს შეეცედეთ კარგად დაისვენოთ, ძილის წინ მიიღეთ თბილი აბაზანა, რაც სტრესს მოგიხსნით.
ტყუპები
აქტიური შემოქმედებითი დღეა. ნუ დადარდიანდებით, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. სადილის შემდეგ თქვენი განწყობა შეიცვლება. თავს უფრო მობილიზებულად იგრძნობთ, საქმეები უკეთ წავა. მომგებიანი იქნება ვლუტის გაყიდვა
კირჩხიბი
ეს დღე ძალიან კარგია მოგზაურობისთვის. თქვენ აწარმოებთ სწორ ფინანსურ პოლიტიკას, მაგრამ მუდმივად ჩავარდნები გაქვთ - საჭიროა გონივრულად მართოთ ფინანსები. შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ და დიდი ხანია არ გინახავთ. შესაძლოა მიიღოთ პრემია.
ლომი
დღეს ზედმეტად გაღიზიანებული იქნებით და სრულად დაექვემდებარებით ცვალებად ხასიათს. გამორიცხული არ არის, რომ ახლობლების ქცევამ იმედი გაგიცრუოთ. წარმატება გელით საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში. კარგად წაუვათ საქმე საბანკო სფეროს თანამშრომლებს.
ქალწული
კარგი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური სიახლოვისთვის, მაგრამ ცუდია მსხვილი შენაძენისთვის. დღეს შეიძლება ისე მოხდეს, რომ პარტნიორებზე დამოკიდებული იყოთ, ამიტომ, გეგმების განხორციელებისას ნუ დაივიწყებთ მათ, ვინც ყოველთვის გეხმარებოდათ. შესაძლოა ემოციური აფეთქების წინაშე დადგეთ, ამიტომ, როცა სახელისფულებო უწყებებში მიხვალთ თავი შეიკავეთ. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს.
სასწორი
დღეს იშვიათი წარმატებით ისარგებლებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას. დიდია კოლექტივში გაუგებრობის წარმოშობის ალბათობა. რაც უფრო რთული იქნება თქვენი ამოცნა, მით უფრო მარტივად გაართმევთ თავს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან.
მორიელი
სამსახურში დღეს ფრთხილი და ყურადღებიანი უნდა იყოთ. თუ დილიდანვე წუწუნს დაიწყებთ, შუადღეს უკვე ენერგიისგან დაცლილი იქნებით. სამსახურში შეიძლება უფლებრივი და იურიდიული საკითხების გადაჭრა მოგიხდეთ, საქმე შესაძლოა სასამართლომდეც კი მივიდეს. საღამოს გატარება სჯობს ოჯახურ გარემოში.
მშვილდოსანი
დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.
თხის რქა
დღეს უნდა გამოიჩინოთ სიბრძნე და მოთმინება. ნუ გასცემთ დაუფიქრებელ დაპირებებს, ნუ აჰყვებით სურვილებს. დიდი დრო დაუთმეთ ვარჯიშს ან სუფთა ჰაერზე გასეირნებას. გინდა არ გინდა მოგიწევთ გარჯა, რადგან ყველაფერს ვერ დაგეგმავთ.
მერწყული
დღევანდელი საღამო ცოლ-ქმრულ ურთიერთობას უფრო ჰარმონიულს გახდის. იყავით მეტად თავშეკავებული, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეგიძლიათ საკუთარი თავის მართვა. შესაძოა მომგებიანი წინადადება შემოგთავაზონ, რომელზე უარის თქმაც არ ღირს. წარმატებით დალაგდება სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთბა.
თევზები
მთლიანობაში კარგი დღეა. თქვენმა გრძნობებმა შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს აკრიერას. ახალი კონტაქტები საქმიან პარტნიორებთან საკმაოდ კარგი იქნება. ფრთხილად იყავით ავტომობილთან.
კომენტარი