სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება 3400-დან 8500-მდე უკრაინული გრივნას ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რა ბრალდებას უყენებენ მის კლიენტს.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრატიული კოდექსის 204-ე მუხლით.

„ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 3400-დან 8500-მდე გრივნას (130- 330-მდე დოლარის) ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს“, - დასძინა ადვოკატმა.

დღეს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრატიული პროტოკოლი გადასცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100