ნოდარ კაპანაძე PPP მოდელზე ჯანდაცვაში:„საჯარო და კერძო პარტნიორობაში წამყვანი ლოკომოტივი, ვექტორის განმსაზღვრელი არის სახელმწიფო“
“PPP პრინციპი გულისხმობს სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, ეკონომიკის იმ დარგებში, სადაც კერძო სექტორს არ აქვს არსებითი ინტერესები და ეს დარგებია, რომლებსაც სახელმწიფო ეკონომიკური განვითარებისთვის პრიორიტეტულად მიიჩნევს,“ – განმარტავენ სპეციალისტები.
აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებითა და დახმარებითგანვითარებულ დასავლეთში უკვე კეთდება დარგობრივი ინფრასტრუქტურა, იგება ავტობანები და სხვა.ამავე დროს,ჰოსპიტალურ და საგანმანათლებლო სექტორშიც აღნიშნულ მოდელს წამყვანი და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. არსებობს ასევე, დარგები სადაც ბიზნესი დიდი სიხარულით და აღტკინებით არ შედის, მაგრამ თუ სახელმწიფო გარკვეულწილად თანამონაწილეობს და ფინანსური გარანტის ფუნქციას ასრულებს, ბიზნესიც ინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციას შეეხება, ბოლო ეტაპზე ავსტრიული კომპანია „ალფამედიკია“ გასული, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK-ი, Keppie-ი, The Health Partnership-ი, FESP-ი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ამ სამი კლინიკის PPP მოდელის მიხედვით მართვას აპირებს, რაც კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობას გულისხმობს.
გადაცემა „ობიექტივში“ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე აღნიშნულ თემას შეეხო და განმარტა:
„საქართველოს ეკონომიკა დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ სახელმწიფოსჩარევის გარეშე შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლა მე შეუძლებელი მგონია. შესაბამისად, ppp მოდელი და ის პრინციპი, რაც მას ახასიათებს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ე.წ. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არ ყოფილა მიღწეული გარღვევის მსგავსი წინსვლა. არცერთ ქვეყანაში სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არ მომხდარა რეალური პროგრესი. სახელმწიფო უნდა იყოს მთავარი ლოკომოტივი. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, კონკურენტული გარემო და ა.შ. როდესაც უკვე რაღაც განვითარების დონეზე გაქვს ამ მიმართულებითმიღწევა, და ამის შენარჩუნება გინდა მაშინ ეს უნიკალურია. მაგრამ როდესაც გჭირდება დიდი წინსვლა, გარღვევა როცა გჭირდება ეკონომიკური, მაშინ სახელმწიფოს ჩარევის და სტრატეგიის გარეშე, სახელმწიფო და კერძო სექტორი თანამშრომლობენ, მაგრამ წამყვანი ლოკომოტივი, ვექტორის განმსაზღვრელი არის სახელმწიფო. და სახელმწიფოს სტრატეგიის თანახმად ვითარდება ყველაფერი. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და თუ ეს ვინმემ მოიფიქრა ძალიან კარგია. საქართველოში პრობლემა არის სისტემური ხასიათის. არცერთი პროექტი თვითონ სისტემის არარსებობის პირობებში არ იქნება ხელშესახები წარმატების მომტანი. ახლა მაგალითად ძალიან ბევრი კარგი ტენდენცაჩანს: 2013-14-15 წლებში შემოსავლების ზრდა, სიღარიბის დონის შემცირებისკენ წასვლა. რაღაც პოზიტიური ტენდენციები არის, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს ყველაფერი ეპიზოდურა. ეს ეპიზოდები თუ არ ჩაისვა სტრუქტურაში და სტრუქტურა თუ არ იქნა ინტეგრირებული სისტემაში ისე ნებისმიერი მთავრობის ცვლილება, ნებისმიერი პოლიტიკური რყევა გამოიწვევს ამ პოზიტივების ნიშნის განეიტრალებას ან გაუარესებას მდგომარეობისა. ანუ არის გარკვეული მიღწევევბი, მაგრამ მიღწევბი არის ეპიზოდური ხასიათის და არა სისტემური.“
ექსპერტები და სპეციალსიტები ადასტურებენ, რომ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ქვეყნის ეკონომიკა იმყოფება, სახელმწიფოს როლი არის განმსაზღვრელი და მისი სწორი სტრატეგია და შემდგომ ამ სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობა.
კომენტარი