სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნული საინვესტიციო სააგენტო პრემიერ-მინისტრის სახელით მადლობის წერილს ავრცელებს

ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო.

”ვუსამძიმრებთ და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. დღეს ყველა ჩვენგანის თანადგომა და დახმარება სჭირდებათ სტიქიით დაზარალებულ ჩვენს თანამოქალაქეებს.

ამ მძიმე წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სახელით გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ უცხოურ ინვესტორ კომპანიასა და ფიზიკურ პირს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საქმიანობენ. ისინი ტრაგედიის პირველივე წუთებიდან გამოხატავენ უპრეცედენტო სოლიდარობას და დახმარებას უწევენ ჩვენს ხალხსა და მთავრობას. ძნელია არ აგაღელვოს უცხოელი პარტნიორების ასეთმა თანადგომამ და სოციალური პასუხისმგებლობის ჩვენთან ერთად განაწილებამ.

გვინდა ყველამ იცოდეს, რომ ამ ტრაგიკულ დღეებში თბილისის დასახმარებლად თავიანთი წვლილი შეიტანეს და ჩვენ გვერდით დადგნენ:

ქართულ-ამერიკულიჰოლდინგი ,,ჯორჯიანამერიკანელოიზი”,„შპს აჭარისწყალი და TATA ჯგუფი“, RMG Gold-ი, “ჰუალინგჯგუფი”, „სოკარი“, “სილქ როუდ ჯგუფი”, ოლეგ ოსინოვკი (ესტონური კომპანია „სქინესთ ჯგუფის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი), თემურ ანჩაბაძე (კომპანია „გემო გრუპის“ გენერალური დამფუძნებელი); „გალფი“, „ბილაინი“, „ბიტფერი“, „რაკიაჯგუფი“, “მაგთი”, “IDS ბორჯომი”, „ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია“, „ჰაიდელბერგცემენტი“, „მეტრადეველოპმენტი“, “PwC საქართველო“, იციკ მოშე (საქართველო-ისრაელისბიზნესპალატის პრეზიდენტი), „ჯეოსელი“, „ბაზისბანკი“, “ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი – სოსიეტე ჟენერალი“, “რომპეტროლი“. როგორც ვიცით, ეს სია კიდევ უფრო დიდია, თუმცა, სამწუხაროდ, მათ შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არა გვაქვს.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ინვესტორებს დახმარებისა და გვერდში დგომისთვის. ასეთ დღეებში თანადგომა ჩვენთვის ამავე დროს უდიდესი მორალური მხარდაჭერაა”, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის გიორგი პერტაიას სახელით გავრცელებულ წერილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100