ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე - ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ფორდის მარკის ავტომობილის მძღოლი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის აზერბაიჯანის საკონსულოს თანამშრომელია, ამიტომ ავარიის შემდეგ სამართალდამცველებმა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე არ გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ შსს-ში და აცხადებენ, რომ შემოწმება ჩატარდა და არც ერთი ავტომობილის მძღოლს ალკოჰოლური ზემოქმედება არ დაუდგინდა.
ამ დროისთვის ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა ერთსაათიანი პარალიზების შემდეგ აღდგა.
კომენტარი