კახა კალაძე ვეტერანებს და აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს შეხვდა
„მჯერა, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ამისთვის საჭიროაეკონომიკურად ძლიერი და წინწასული ქვეყანა ავაშენოთ“ - აღნიშნული განცხადება„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმაკახა კალაძემ დღეს ვეტერანებთან და აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებთან შეხვედრაზეგააკეთა. მისი თქმით, ყველა პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი ძლიერი ეკონომიკისპირობებში.
„მე ყველას მოგიწოდებთ ერთობისკენ. ყველამ ვიცით რამხელა ძალა აქვს ერთობას, ესდავანახეთ მსოფლიოს 2012 წლის 1 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც არავის ეგონა, რომჩვენ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით შევძლებდით ჩაგვენაცვლებინა წინახელისუფლება. ახლაც რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ.
კარგად მაქვსგააზრებული, თუ რას ნიშნავს, იყო ქალაქის მერი. კარგად ვიცი ყველა ის პრობლემა,რომელიც აწუხებს თბილისს. შესაბამისად, მე მზად ვარ შევიდე ამ ბრძოლაში თქვენთანერთად, რადგან შეუძლებელია მარტო შეეჭიდოს ადამიანი ამ პრობლემებს. მე მაქვსყველა თქვენგანის იმედი და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენც უნდა გქონდეთ ჩემიიმედი“ - განაცხადა კახა კალაძემ. შეხვედრაზე მყოფმა ვეტერანებმა კახა კალაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. „ვეტერანების აქტიური ჯგუფი მხარს ვუჭერთ კახა კალაძეს.
ის არის მებრძოლიადამიანი, იცის შრომის ფასი და იცის, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენვეტერანებმა და მთლიანად საზოგადოებამ უკეთ იგრძნოს თავი“ - აღნიშნა ჯანრიუბერიამ. ვეტერანებს შეუერთდა პარლამენტის წევრი, გენერალი კობა კობალაძეც, რომელმაცმადლობა გადაუხადა კახა კალაძეს მებრძოლების დაფასებისთვის. „თუ ვინმე დააფასა ნაწილობრივ ჩვენი ვეტერანების ყოფა-ცხოვრება და ჩვენიდაღუპული თანამებრძოლების ხსოვნა, ეს ზუსტად იმ გუნდმა და იმ ბირთვმა, რომლისერთ-ერთი ლიდერია კახა კალაძე. შინდისში არის ტაძარი, რომელიც იქ დაღუპულიგმირების სულის მოსახსენიებლად არის აგებული.
სხვა ბევრ კარგ საქმესთან ერთად,სწორედ კახას პირადი დანაზოგით და სურვილით აშენდა ეს ტაძარი“ - განაცხადა კობაკობალაძემ. ვეტერანებსა და თბილისის მერობის კანდიდატს შორის შეხვედრა სოხუმის დაცემისდღესთან დაკავშირებით გაიმართა.
24 წლის წინ, სოხუმი 13-თვიანი და 13-დღიანიომის შემდეგ დაეცა. აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს ათი ათასზე მეტი სამხედროდა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასამდე დევნილი კი, უსახლკაროდდარჩა.
კომენტარი