სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

NASA–მ ადამიანის ტემპერატურის მქონე, ღვთისმშობლის ცოცხალი ხატი აღმოაჩინა

NASA–მ სენსაციური ცნობები გამოაქვეყნა იმ გამოკვლევის შესახებ, რომელიც გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატთან მიმართებაში ჩაატარა.

სენსაციური გამოდგა დასკვნა, რომელიც ხატზე გამოსახული ღვთისმშობლის თვალების ოფთალმოლოგიური ანალიზის შემდეგ გაკეთდა: აღმოჩნდა, რომ სინათლის წყაროს მიახლოების დროს ხატზე გამოსახული თვალის გუგები ვიწროვდება, ხოლო წყაროს დაშორებისას პირიქით, ფართოვდება, როგორც ეს ადამიანის თვალისთვისაა დამახასიათებელი.

ამასთან, სწავლულებმა ცალსახად დაასკვნეს, რომ იმ ტილოს ტემპერატურა, სადაც ხატია გამოსახული, ნებისმიერ დროს შეესაბამება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურას – 36,6 გრადუსს.

ამასთან, არანაკლებ სენსაციურია ცნობა, რომელიც ხატზე გამოსახული სხეულის სტეტოსკოპით მოსმენის შემდეგ გაკეთდა: ისმინება წუთში 115 დარტყმის მქონე პულსი, რაც ზუსტად შეესაბამება დედის წიაღში მყოფი ჩანასახის გულისცემის საშუალო მაჩვენებელს.

NASA–მ ისიც დაასკვნა, რომ საღებავები, რომლებითაც ხატია დაწერილი, დედამიწაზე სხვაგან არსად გამოუყენებიათ. ცნობილია შემთხვევა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ამ ხატის გვერდით, მის სასწაულმოქმედებაში დასარწმუნებლად, დადეს ბომბი, რომელსაც დამანგრეველი ძალა ჰქონდა. ბომბის აფეთქების შემდეგ ირგვლივ ყველა ნაგებობა დაზიანდა და ნაწილი განადგურდა კიდეც, მაგრამ ხატს მცირე ნაკაწრიც არსად ჰქონდა.

ამასთან, სწავლულებმა კიდევ ერთ დეტალს მიაქციეს ყურადღება: ხატზე გამოსახული ღვთისმშობლის ხელებიდან ერთი ნათელი, მეორე კი მუქი ფერისაა, რაც, სავარაუდოდ, რასების ერთიანობას მიანიშნებს.

ამ დროისთვის NASA ისევ აგრძელებს გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატის გამოკვლევას.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100