სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბირთვული კატასტროფის გაზრდილი საფრთხე - როგორ უნდა მოიქცეთ სცენარის ყველაზე უარესად განვითარების შემთხვევაში და დაგიცავთ თუ არა კალიუმის იოდიდი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი მსოფ­ლი­ოს იმ კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს. ზე­ლენ­სკი აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა სად­გუ­რის რამ­დე­ნი­მე ენერ­გობ­ლო­კის სა­ხუ­რავ­ზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მსგავ­სი საგ­ნე­ბი გა­ნა­თავ­სეს. "შე­საძ­ლოა სად­გურ­ზე თავ­დას­ხმის სი­მუ­ლა­ცი­ის­თვის, შე­საძ­ლოა, მათ აქვთ სხვა სცე­ნა­რი. მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, მსოფ­ლიო ხე­დავს - და შე­უძ­ლე­ბე­ლია არ და­ი­ნა­ხოს - რომ ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის­თვის საფრ­თხის ერ­თა­დერ­თი წყა­რო სწო­რედ რუ­სე­თია“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ. მი­სი­ვე თქმით, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ სა­ერ­თო უსაფრ­თხო­ე­ბა მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე ოკუ­პან­ტე­ბის ქმე­დე­ბე­ბის მი­მართ გლო­ბა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა­ზე. ვნა­ხოთ, რა არის ის პირ­ვე­ლი, რაც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. რჩე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ახლა წა­ი­კი­თხავთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია აშშ-ის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე, ready.gov. ბირ­თვულ­მა აფეთ­ქე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი და მსხვერ­პლი აფეთ­ქე­ბის, სი­ცხი­სა და რა­დი­ა­ცი­ის შე­დე­გად, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, თუ გე­ცო­დი­ნე­ბათ რო­გორ მო­იქ­ცეთ ასეთ დროს და რა უნდა გა­ა­კე­თოთ, თუ ეს მოხ­დე­ბა. აფეთ­ქე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ში­შია დე­ტო­ნა­ცი­ის შემ­დეგ პირ­ველ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, რად­გა­ნაც სწო­რედ ამ დრო­საა რა­დი­ა­ცი­ის უმაღ­ლე­სი დონე. აფეთ­ქე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 წუთი სჭირ­დე­ბა რა­დი­ა­ცი­ის გაბ­ნე­ვას და ეს საკ­მა­რი­სი დროა იმის­თვის, რომ რა­დი­ა­ცი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც აი­რი­დოთ თა­ვი­დან შემ­დე­გი მარ­ტი­ვი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმით: შე­დით უახ­ლო­ეს შე­ნო­ბა­ში რა­დი­ა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად სა­უ­კე­თე­სოა ბე­ტო­ნის, ან აგუ­რის შე­ნო­ბა. მო­ი­შო­რეთ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სა­მო­სი, რო­მე­ლიც გა­რეთ ყოფ­ნის დროს გეც­ვათ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­იწ­მინ­დეთ და ჩა­მო­ი­ბა­ნეთ სხე­უ­ლის ის ნა­წი­ლე­ბი, რო­მე­ლიც გი­ჩან­დათ გა­რეთ ყოფ­ნის დროს და ერ­თგვა­რად და­უც­ვე­ლი იყო, ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ბა­ნეთ, თუ აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ ნა­ლე­ქის მოს­ვლის დროს, გა­რეთ აღ­მოჩ­ნდით. ხე­ლის სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა არ და­გი­ცავთ. მო­ე­რი­დეთ თვა­ლებ­ზე, პირ­ზე ცხვირ­ზე შე­ხე­ბას თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია. არ გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხელ­საწ­მენ­დი, მისი შე­ხე­ბა კან­ზე ასეთ დროს არ შე­იძ­ლე­ბა. გა­და­დით სარ­დაფ­ში, ან შე­ნო­ბის შუა ნა­წილ­ში. მო­ე­რი­დეთ გარე კედ­ლებ­თან, ფან­ჯრებ­თან ყოფ­ნას. შე­ე­ცა­დეთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ დის­ტან­ცია იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც არ ცხოვ­რობთ. თუ თავ­შე­სა­ფარ­ში ხართ, ატა­რეთ ნი­ღა­ბი. დარ­ჩით შინ დარ­ჩით შე­ნო­ბა­ში მი­ნი­მუმ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვაგ­ვარ მი­თი­თე­ბას არ მოგ­ცემთ. გა­ნაგ­რძეთ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, ნიღ­ბის ტა­რე­ბა. და­ი­ცა­ვით იმ ადა­მი­ა­ნებ­თან დის­ტან­ცია, ვის­თან ერ­თა­დაც არ ცხოვ­რობთ, მი­ნი­მუმ ორი მეტ­რის მან­ძილ­ზე. გა­რეთ არ გა­უშ­ვათ ცხო­ვე­ლე­ბი. თვალ-ყური ადევ­ნეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ა­დევ­ნეთ თვა­ლი ბოლო ცნო­ბებს - რო­დის არის უსაფრ­თხო გა­რეთ გას­ვლა, აკონ­ტრო­ლეთ ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც უფრო სა­ში­შია და ნაკ­ლებ სა­ში­ში. ამ ყვე­ლა­ფერს ახა­ლი ამ­ბე­ბი­დან გა­ი­გებთ და შე­ი­ტყობთ, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა გა­რეთ გას­ვლა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, რა­დიო (ბა­ტა­რე­ა­ზე მო­მუ­შა­ვე) იმუ­შა­ვებს. მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის, ტე­ლე­ვი­ზი­ის მუ­შა­ო­ბა, ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ სერ­ვი­სე­ბი შე­საძ­ლოა, შე­ფერ­ხდეს, ან მი­უწ­ვდო­მე­ლი იყოს. წი­ნას­წარ იცო­დეთ ის ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­საც თავ­შე­საფ­რად გა­მო­ი­ყე­ნებთ მო­ახ­დი­ნეთ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა იმ ად­გი­ლე­ბის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თავ­შე­საფ­რად გა­მო­გად­გეთ. უკე­თე­სია, რომ ეს იყოს მი­წის­ქვე­შა თავ­შე­სა­ფა­რი, ან შე­ნო­ბის შუა ნა­წი­ლი. თავ­შე­სა­ფარ­ში მი­ნი­მუმ 24 სა­ა­თი მო­გი­წევთ ყოფ­ნა, ამი­ტო­მაც დაგ­ჭირ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი მა­რა­გი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, სა­მო­სის, საკ­ვე­ბის და წყლის. არ და­გა­ვი­წყდეთ რა­დიო, რათა მი­ი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ან ინ­ტერ­ნე­ტის გა­თიშ­ვის შემ­დეგ. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რომ სამი დღის მა­რა­გი მა­ინც შე­ი­ნა­ხოთ. მო­ი­მა­რა­გეთ ზე­და­პი­რე­ბის სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­პო­ნი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჩათ­ვლით. ნუ და­ი­ვი­წყებთ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­საც. გქონ­დეთ ე.წ. ფა­უ­ერ­ბან­კე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, თა­ვი­დან აი­რი­დოთ გა­რეთ გას­ვლა იმ დროს, როცა ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ში­შია. თუ გაფრ­თხი­ლე­ბენ გარ­და­უ­ვა­ლი თავ­დას­ხმის საფრ­თხე­ზე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­დით თავ­შე­სა­ფარ­ში, მო­შორ­დით ფან­ჯრებს. ეს და­გი­ცავთ აფეთ­ქე­ბის დროს დას­ხი­ვე­ბის, ან დამ­წვრო­ბის მი­ღე­ბის­გან. თუ ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი ხართ, არ დაბ­რუნ­დეთ, სა­ნამ კონ­კრე­ტულ მი­თი­თე­ბას არ მოგ­ცე­მენ და არ გე­ტყვი­ან, რომ დაბ­რუ­ნე­ბა უსაფრ­თხოა. უსაფრ­თხოა იმ საკ­ვე­ბის ჭამა, სას­მე­ლის და­ლე­ვა, რო­მე­ლიც შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნო­ბა­ში იყო. არ მი­ი­ღოთ საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ღია ცის ქვეშ იყო აფეთ­ქე­ბის დროს. ბირ­თვულ აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი: აფეთ­ქე­ბის კაშ­კა­შა სი­ნათ­ლემ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დაბრმა­ვე­ბა. აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი, და­ზი­ა­ნე­ბა, დამ­წვრო­ბა აფეთ­ქე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბი­თაც. რა­დი­ა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს სხე­უ­ლის უჯრე­დე­ბი, დიდ­მა ზე­მოქ­მე­დე­ბამ კი გა­მო­იწ­ვი­ოს რა­დი­ა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. აფეთ­ქე­ბას, გარ­კვე­უ­ლი წუ­თე­ბის შემ­დეგ, თან ახ­ლავს ჭუ­ჭყის, "ნამ­სხვრე­ვე­ბის წვი­მა“ აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ დროს გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა. არის თუ არა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იო­დის აბე­ბის მი­ღე­ბა და და­გი­ცავთ თუ არა ის რა­დი­ა­ცი­ის­გან? აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ცნო­ბით (CDC), კა­ლი­უ­მის იო­დი­დი, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ორ­გა­ნიზ­მის­თვის ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას. ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი სა­ჭი­რო იოდს იღებს საკ­ვე­ბი­დან. კა­ლი­უ­მის იო­დი­დი არ­სე­ბობს წამ­ლის სა­ხი­თაც. CDC-ის ცნო­ბით, როცა რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი, ან ბირ­თვუ­ლი მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, ჰა­ერ­ში რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იოდი გა­მო­ი­ყო­ფა, ის შე­იძ­ლე­ბა ფილ­ტვებ­ში მოხ­ვდეს. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, რა­დი­ო­აქ­ტი­ურ იოდს ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი სწრა­ფად შთან­თქავს. ფა­რი­სებრ ჯირ­კვალ­ში შე­წო­ვის შემ­დეგ, რა­დი­ო­აქ­ტი­ურ­მა იოდ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ზი­ა­ნე­ბა. იმის გამო, რომ კა­ლი­უ­მის იო­დი­დი ფა­რი­სებრ ჯირ­კვალ­ში რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი იო­დის შეს­ვლას ბლო­კავს, მას შე­უძ­ლია და­იც­ვას ჯირ­კვა­ლი და­ზი­ა­ნე­ბის­გან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100