სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატიმარი, რომელიც თავს უდანაშაულოდ თვლიდა და შიმშილობდა, ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა

გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი გიორგი ფასიეშვილი შიმშილობის შედეგად გარდაიცვალა.


როგორც ცნობილია, პატიმარი 1 აგვისტოს გადაიყვანეს გლდანის საპყრობილეში და მას შემდეგ შიმშილობდა, რადგან თავს უდანაშაულოდ გრძნობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იგი ხუთჯერ გადაიყვანეს სტაციონარში, თუმცა მკურნალობასა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ფასიეშვილი კლინიკაში გადაჰყავდათ, ის ისევ მერვე საპყრობილეში დაბრუნებას მოითხოვდა.

უკანასკნელად იგი 15 დეკემბერს გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც დაუსვეს ღვიძლის მწვავე უკმარისობის, დაუზუსტებელი თრომბოიტოპენიის, დაუზუსტებელი კოაგულოპათიის, ბოდვითი აშლილობისა და ჰიპოგლიკემიის დიაგნოზი. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ბრალდებული გადაადგილებისას სარგებლობდა ეტლით, აღენიშნებოდა წონის დეფიციტი, საერთო სისუსტე და კვლავ უარს აცხადებდა გამოკვლევებზე.

უწყების განმარტებით, გარდაცვალებამდე ბრალდებული იმყოფებოდა ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც უცბად განუვითარდა ქოშინი, აპნოე და მიუხედავად ექიმების მცდელობისა და ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა, ფასიეშვილი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100