სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატები

ალექსანდრე ანქვაბი – პრეზიდენტობის კანდიდატი, 59 წლის ანქვაბი, წარმოშობით გუდაუთიდანაა. აქვს იურიდიული განათლება. საქართველოსთან ომის დროს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინიტრი იყო. მასზე თავდასხმა ხუთჯერ განხორციელდა, ორჯერ მძმედ იყო დაჭრილი. მკაცრი მმართველის სახელის მქონე ანქვაბს, კარგ ორატორად თვლიან, თვალს ხუჭავენ რა მის უკომპრომისობაზე. მის საწინააღმდეგოდ მიიჩნევა გავრცელებული ხმები, რომ თავის დროზე, როდესაც აფხაზეთი ჯერ კიდევ საქართველო იყო, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი თავად ედუარდ შევარდნაძის პროტექციით ერგო.

სერგეი შამბა – თვითაღიარებული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრი, სერგეი შამბა, აფხაზეთის პირველი, თვითმარქვია პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ნათესავია. აქტიურ პოლიტიკაში 1988 წლიდან არის ჩართული. არის თადარიგის პოლკოვნიკი. პროფესიით ისტორიკოსი, ქვეყნის ერთ–ერთ საუკეთესო დიპლომატად ითვლება და მიიჩნევა, რომ ევროპაში ის ყველაზე ცნობილია, დანარჩენ კანდიდატებს შორის. საპრეზიდენტო არჩევნებში მას აფხაზეთის მმართველი პარტია, „ერთიანი აფხაზეთი“ უჭერს მხარს.

რაულ ხაჯიმბა – ოპოზიოციონერი რაულ ხაჯიმბა, 1958 წელს დაიბადა ტყვარჩელში. იგი აფხაზეთის რიგით მეორე ვიცე–პრეზიდენტი, მეექვსე პრემიერ–მინისტრი და მეოთხე თავდაცვის მინისტრი იყო. მან ადრე უკვე სცადა ბედი საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ მცირე განსხვავებით მაინც წააგო სერგეი ბაღაფშთან. ანალოგიური სურათი განმეორდა 2009 წელსაც.

ბესლან ბუთბა – აფხაზი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ბუთბა, ყველაზე ახალგაზრდაა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის და მათთან შედარებით ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. იგი კენჭს იყრიდა 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100