
იაპონიაში ნინო წიკლაურმა გაიმარჯვა
15 მარტს იაპონიის სამთო კურორტ ჰონოკიდაირაში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (fis-ის) ეგიდით სამთო-სათხილამურო სპორტში, გიგანტური სლალომი ჩატარდა შეჯიბრში 97 სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების წევრმა - ნინო წიკლაურმა გაიმარჯვა, მან პირველი ადგილი იაპონელ საკურაკო მუკოგავასთან ერთად გაიზიარა, მათ თანაბარი დრო აჩვენეს, მესამე ადგილზეც იაპონელი - ჰარუნა იუმამოტო გავიდა.
ნინო წიკლაურმა ამ შედეგით მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესა.
კომენტარი