„ბორჯომმა“ აქტიური ზაფხულის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა
„ბორჯომი“ აგრძელებს ბრენდის განვითარებას და აქტიური ზაფხულის თემას ეხმიანება, უფრო მეტიც, მომხმარებელს აქტიური დასვენებისა და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღების მორიგ შესაძლებელობებს სთავაზობს. სწორედ, ეს კონცეფცია აირჩია „ბორჯომმა“ საზაფხულო კომუნიკაციისთვის, რომელიც თავის მხრივ ქილის ახალ დიზაინში, ვებ რესურსსა და სხვადასხვა აქტივობებში გააერთიანა.
მნიშვნელოვანია, რომ „ბორჯომის“ საზაფხულო შეფუთვების ახალი სერია უკვე თაროებზეა. ხოლო აქტიური ზაფხულის კონცეფციის პრეზენტაცია კომპანიამ სულ ახლახანს, თბილისის ზღვაზე მდებარე იახტ კლუბში “La Cote” გამართა.
პროექტის „ბორჯომი - აქტიური ზაფხულის გემო“ ფარგლებში ვებ-გვერდი www.active.borjomi.com შეიქმნა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ვებ-გვერდი საერთაშორისო და მრავალფუნქციურია, ამასთან რამდენიმე ენაზე ოპერირებს. აღნიშნულ რესურსზე ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინფორმაციას აქტიური გართობის შესახებ. გვერდზე განთავსებულია, როგორც გლობალური, ასევე, ლოკალური ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით. ვებ-რესურსის შექმნის მიზანია, აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილების და აქტივობების პოპულარიზაცია, როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში. ცნობისათვის, აღნიშნული მიმართულების განვითარებაზე „ბორჯომის“ გუნდი რამდენიმე თვეა მუშაობს. ინფორმაცია საქართველოში არსებული საინტერესო ადგილმდებარეობის შესახებ და აღნიშნულ ადგილებში აქტიური დასვენების შესაძლებლობებზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დამუშავდა.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების პოპულარიზაციის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პროექტი „გაიცანი საქართველო“, რომლის დახმარებით ჩვენს თანამოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს, ჯერ კიდევ, უცნობი და საინტერესო ადგილების შესახებ. მივესალმები კომპანია „ბორჯომის“ ახალ წამოწყებას. ჩვენ გვჭირდება მეტი ახალი შესაძლებლობა, რათა როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა ზაფხული ჩვენს ქვეყანაში საინტერესოდ და აქტიურად გაატაროს,“- აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ.
„აქტიური ზაფხულის კონცეფცია წელს, „ბორჯომის“ ახალ სპეციალურ შეფუთვის დიზაინზე დავიტანეთ, რომელზეც გამოსახულია გართობის ისეთი პოპულარული და სასურველი საშუალებები, როგორიცაა, ველოსიპედი, სკუტერი, პიკნიკზე განტვირთვა, წყლის თხილამურები ან ნაოსნობა, სწორედ ეს აქტივობები ჰქმნიან საზაფხულო სერიის ახალ
დიზაინს. მომხმარებელი თავად შეძლებს შეარჩიოს მისთვის საყვარელი გართობის ფორმა. „ბორჯომი“ კი, დამუხტავს მათ ვულკანური ენერგიით და მისცემს საშუალებას მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება. ზაფხული ხომ მხიარულებისა და საინტერესო თავგადასავლების დროა. დაისვენეთ ისე, როგორც არასდროს „ბორჯომთან“ ერთად. აქტიური დასვენებისთვის ჩვენი ახალი ვებ-რესურსიც www.active.borjomi.com დაგემხარებათ. ვებ გვერდი იქნება მუდამ განახლებადი და მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა შეარჩიოს მისთვის სასურველი დასვენების ადგილი და გართობის ფორმა,“ - განმარტა „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერმა გვანცა ჩლაიძემ.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეეები, კომპანიის პარტნიორები, ერთგული მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები.
„ძალიან ბევრი წელია „ბორჯომი“ გვანებივრებს სიახლეებითა და საუკეთესო ინიციატივებით. დღეს ძალიან ლამაზი დღე გვაჩუქა, დაგვანახა თუ როგორ უნდა გავერთოთ და აქტიურად გავატაროთ ზაფხულის ცხელი დღეები, საუკეთესო ლოკაციების შერჩევაშიც თავად გვეხმარება ახალი ვებ პორტალის დახმარებით. „ბორჯომის“ სახელი უკვე დიდი ხანია გასცდა საზღვრებს. სულ ახლახანს გავიგე რომ „ბორჯომი“ სოფი ლორენის საყვარელი სასმელი ყოფილა,“ - აღნიშნავს მომღერალი ცისანა სეფიაშვილი.
მსახიობი ეკა ჩხეიძისთვის კი, „ბორჯომი“ ყოველთვის ასოცირდება რაღაც განსაკუთრებულთან და განსხვავებულ ემოციებს გვრის: „საკმაოდ, საინტერესო კონცეფცია შემოგვთავაზა „ბორჯომმა“. ძალიან მომწონს ქილის ახალი დიზაინიც. აღფრთოვანებული ვარ მათი ინიციატივებით. დღეს ძალიან გავერთეთ. ყველას ასეთ დადებით განწყობას გისურვებთ მთელი ზაფხულის განმავლობაში“.
„აი, სწორედ ესეთია „ბორჯომის“ აქტიური ზაფხული. გაერთე ისე, როგორც არასდროს. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს უფრო აქტიურად გაატარონ ზაფხულის ცხელი დღეები. დავეხმაროთ ახალი ადგილების აღმოჩენაში, სადაც არაორდინალური გართობის უამრავი შესაძლებლობა არსებობს. ზაფხული ეს არის აღმოჩენების პერიოდი, როცა შეგიძლია ისეთი მოგონებები დააგროვო, რომელიც გაგყვება მთელი ცხოვრების მანძილზე,“ - განაცხადა IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნიცა ჩოლოყაშვილმა.
„ბორჯომი“ ახალი დიზაინით უკვე გაყიდვაშია, ახალი ვებ-რესურსი www.active.borjomi.com კი ელოდება ვიზიტორებს, რათა დაიმუხტონ ვულკანური ენერგიით, აღმოაჩინონ ახალი ადგილები და იმოგზაურონ ბევრი.
კომენტარი