ქართველი მოდელის ქმარი ჭაში დამხრჩვალი იპოვნეს
კიევში ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი ნიკა დავითაშვილი ჭაში ჩავარდნილი ნახეს. ჯერჯერობით უცნობია, ეს უბედური შემთხვევაა თუ მკვლელობა. ნიკა დავითაშვილი მოდელ თიკა სიხარულიძის მეუღლე იყო. წყვილს ორი არასრულწლოვანი შვილი - ქალ-ვაჟი ჰყავს.
„ჩემი ლამაზი სიზმარი დამთავრდა," - წერს თიკა სიხარულიძე "ფეისბუქში“. მოდელს მეგობრები და ახლობლები უსამძიმრებენ. თიკა სიხარულიძე სამოდელო სააგენტო "ნატალის" პირველი თაობის მოდელია.
წყარო: alia.ge
კომენტარი