სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიზარმაცის წინააღმდეგ მიმართულ კონფერენციაზე ჩინელ ჩინოვნიკებს ჩაეძინათ

ხუთ ჩინელ ჩინოვნიკს თანამდებობა ისე დაატოვებინეს, რომ მიზეზები არ განუმარტავთ. ხუთივე ჩინეთის სამხრეთ პეოვინციის საგადასახადო სამსახურის მაღალჩინოსანი თანამშრომელი იყო. ჯერჯერობით ისიც არაა გარკვეული, ჩინოვნიკები სამსახურიდან დროებით დაითხოვეს თუ საერთოდ გაათავისუფლეს.

„შრომის დისციპლინის ამაღლების მიზნით კომპანია უფლებამოსილია აცნობოს თანამშრომლებს, რომ მათ არა აქვთ უფლება, დატოვონ სამუშაო ადგილები, გაერთონ თამაშებით სამსახურში ან დაკავდნენ რეკრეაციული საქმიანობით.

შესაძლოა, ჩინოვნიკების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ეს ფოტო გახდა, რომელიც ერთ-ერთი კონფერენციის დასრულების შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა. ფოტოს ირონიული კომენტარი ახლდა, რომელიც იუწყებოდა, რომ შრომითი დისციპლინის ამაღლებისა და სიზარმაცის წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე ჩინოვნიკებს ჩაეძინათ.

არადა, როგორ გინდა გაამტყუნო, როგორც „როიტერი“ იუწყება, საშუალოდ, ჩინელი ჩინოვნიკები დღის განმავლობაში, მინიმუმ ერთ უაზრო, გრძელი გამოსვლებით გაჯერებულ სხდომას ესწრებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100