სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ნაზღაიძე-ნაყინის გამყიდველობიდან დიზაინერობამდე

მოდელმა, ტელე-რადიო წამყვანმა და დიზაინერმა გიორგი ნაზღაიძემ ფეისბუქზე საკუთარი სივი გამოაქვეყნა. ამ გზით ყოფილმა მისტერ ვალენტინმა სცადა აეხსნა, რომ წარმატებას შრომის შედეგად მიაღწია.

„ჯერ ჩემი შრომა გამოიარეთ და შემდრომ ისაუბრეთ საიდან ან როგორ მაქვს ან რატომ ვცხოვრობ უპრობლემოდ!

1.ნაყინის გამყიდველი (ქუჩის)

2.სიგარეტის გამყიდველი

3.ქსეროქსის ფურცლების გამყიდველი

4.მიმტანი (არა ერთი წელი! ბელდეჟური, ტრიუმფი, ლუქსპრესი და ა.შ)

5.უძრავი ქონების სააგენტოს ბროკერი

6.ანიმატორი (მთაწმინდის პარკში)

7.მოდელი

8.გამაჯანსაღებელ ცენტრ ნაუტილუსის პიარ მენეჯერი

9.ჟურნალისტი

10.ტელეწამყვანი (მაესტრო)

11.ანიმატორი (თურქეთი)

12.სარეკლამო აგენტი

13.სამოსის მაღაზიის მენეჯერი (Dirkk bikembergsi)

14. მენეჯერი. ოპტიკური მაღაზია Safilo

15. ტელეწამყვანი ტელეკომპანია მზეზე

16. რადიო წამყვანი აფხაზეთის ხმაზე გადაცემა ცოტა ყავა და ბევრი ჭორი

17. რადიო წამყვანი აფხაზეთის ხმაზე გადაცემა თეთრი ღამეები

ახლა კი გამოიარეთ ჩემი გზა და შემდგომში მიეცით თავს უფლება, რომ თქვენი მყრალი პირი დააღოთ!

აღარ ვისაუბრებ ცხოვრებისულ პრობლემებზე და უბედურებებზე რაც გზად 27 წელი მერგო!

რამ გაგაბოროტაღ ასე, მე უკვე საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს არის დეგრადირებული ქვეყანა!“ -წერს გიორგი ნაზღაიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100