კოვიდგადატანილ ადამიანებს აცრა ერთ თვეში შეეძლებათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, აცრის გაკეთება 30 დღის შემდეგ შეეძლებათ.
"მოგეხსენებათ, ინციფირებიდან აცრისთვის 120 დღე არის დაშვებული. ამ კვირაში ეს შეიცვლება და ჩამოვა 30 დღემდე. ამიტომ ყველას შეეძლება, უფრო სწრაფად აიცრას. [...] მალე ალბათ, მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში მობილიზებული ვაქცინების რაოდენობა მოსახლეობის უმეტესობის ასაცრელად საკმაირისია.
კომენტარი