სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭი გონს მოვიდა

წინა კვირას, გლდანში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. გლდანში, მესამე ა მიკრორაიონში, ლიფტის შახტში 6 წლის ბავშვი ჩავარდა.

მოზარდი, მრავლობითი მოტეხილობებითა და შინაგანი დაზიანებებით, თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაში” მშობლებმა საკუთარი ავტომობილით მიიყვანეს.

შემთხვევიდან მეექვსე დღეს, ცნობილი ხდება, რომ პატარა პაციენტი გონს მოვიდა.

ექიმების განცხადებით, მთავარი საფრთხე ჩავლილია.

„პრივატ კლინიკის” ექიმები მოზარდის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურ კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებენ. მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესების გამო, მოზარდი რეანიმაციული განყოფილებიდან, პალატაში გუშინ გადაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100