პაშა ბანკი და რე|ბანკი თანამშრომლებს სრულად შეინარჩუნებენ
2020 წლის დასაწყისში გლობალურად გავრცელებულმა პანდემიამ COVID-19 ნეგატიური გავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე. ბევრი კომპანია შექმნილი ვითარების გამო იძულებული გახდა, რადიკალური საკადრო პოლიტიკა გაეტარებინა.
პაშა ბანკმა და რე|ბანკმა, რომლებიც აზერბაიჯანული საინვესტიციო
ჯგუფის „პაშა ჰოლდინგის“ წევრები არიან, მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ
2020 წელს მხოლოდ პანდემიით
გამოწვეული მიზეზით არცერთი თანამშრომელი არ
დატოვებს კომპანიას. ამის შესახებ პაშა ბანკი საქართველოს
გენერალურმა დირექტორმა ბ-მა არდა არკუნმა კომპანიის ყველა თანამშრომელს პირადად აცნობა
ვიდეო ზარის საშუალებით. მან აქვე განმარტა, რომ პაშა ჰოლდინგს განვითარების გრძელვადიანი
მიზნები აქვს საქართველოს ბაზარზე და პროფესიონალი კადრების დამატებასა და შენარჩუნებაზეა
ორიენტირებული.
ბნ-მა არდა არკუნმა მადლობა გადაუხადა ყველა ფილიალის
თანამშრომელს და ასევე მათ, ვინც დისტანციურად მუშაობს, რათა უწყვეტად შენარჩუნდეს
საბანკო პროცესები და კლიენტების მომსახურება.
„შექმნილ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, სრულყოფილი
საბანკო მომსახურება შევთავაზოთ პაშა ბანკის მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს, ასევე
რე|ბანკის საცალო მომხმარებლებს. ხარისხი ყოველთვის იყო ჩვენი ბრენდის ერთი-ერთი მთავარი
ღირებულება და მიხარია, რომ მოცემულ კრიზისულ პირობებში ჩვენი გუნდი წარმატებით ართმევს
თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია
სწორად შერჩეული, პროფესიონალი თანამშრომლები და გამართული პროცესები ბანკისთვის.“
- თქვა ბნ-მა არდა არკუნმა.
კომენტარი