სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მონპელიეში ქუჩაში მცხოვრებ ქართველებს ახალი ნაკადი დაემატა - ჩვენი თანამემამულეები მცირეწლოვანი ბავშვებით ქუჩაში ცხოვრობენ

ფეისბუქ გვერდი "ერთად სახლში" საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც მონპელიეს ქუჩაში კარვებით ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტი დაიწყო. დევნა დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უპასუხისმგებლო განცხადების შემდეგ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები სოციალურად დაცულები არიან თავის სამშობლოში და არ სჭირდებათ თავშესაფარი სხვა ქვეყნებში.

პარასკევს , 19 აპრილს 15:00 საათზე მონპელიეს პრეფექტურასთან მათი მხარდასაჭერი აქცია დაანონსდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100