სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თემქაზე მოკლული გოგონას ცხედრის ექსპერტიზის პასუხები - ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედრის ექპერტიზა დასრულდა. შედეგების მიხედვით, გარდაცვლილს მთელს სხეულზე 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის თავის არეში ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანებები.

დასკვნის შედეგად, მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს, რომელიც ანას შეყვარებული იყო, ბრალი დაუმძმდა და ახლა მას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზხარ მკვლელობის მუხლით გაასამართლებენ. გრიგალაშვილის ადვოკატი კი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ანა არ მოუკლავს და ის უდანაშაულოა. ნაირა ოტიაშვილის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ლადო გრიგალაშვილი მკვლელობის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, შესაბამისად, გამოძიებას მის წინააღმდეგ სამხილები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, ანა ნაცვლიშვილი თემქაზე, მის საცხოვრებელ კორპუსთან ყელგამოჭრილი იპოვნეს. გარდაცვლილს ასევე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა სხეულზე. პოლიციამ იმ საღამოსვე დააკავა ეჭვმიტანილი, ანას შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი. გამოძიების ვერსიით, ლადომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, შემდეგ კი თავისი დანაშაულის დაფარვის მიზნით გარდაცვლილის მამას ეხმარებოდა ანას ძებნაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100