სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“შეიძლება თავი მოვიკლა, ვერ გავუძლებ ზამთარს...“_ შშმ პირის ტრაგიკული ისტორია

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გიორგი ჩერქეზიშვილის ცხოვრება მეტად ტრაგიკულია. ეტლით მოსარგებლე 56 წლის მამაკაცი, რომელსაც არცერთი ხელი და ფეხი არ აქვს, მეზობლების დახმარების იმედადაა. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ე.წ. ახალშენის დასახლებაში ცხოვრობს. საცხოვრებელ ერთოთახიან სახლს არც კარ-ფანჯარა აქვს, არც იატაკი.

ოთახში შესასვლელი იმდენად უსწორმასწოროა, ადამიანს გავლა გაუჭირდება. სახლის ჭერიდან წვიმა ჩამოდის და ჩერქეზიშვილის ისედაც გაუსაძლის ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს. საწოლი რაზეც მამაკაცს სძინავს, წვიმის წვეთებისგან მთლიანად სველია.

ჩერქეზიშვილი მარტო ცხოვრობს. ორი შვილი და რძალი ჰყავს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ისინი იშვიათად აკითხავენ.

"არც ხელები მაქვს არც ფეხები და ასე გაჭირვებული ვარ 14 წელია. მთავრობა არასდროს შემიწუხებია, რამდენიმე დღის წინ ვიყავი მეზობლების დახმარებით გამგეობაში და ვერ ვნახეთვერც გამგებელი, ვერც მისი მოადგილე;

"სოფელ ნატანებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გიორგი ჩერქეზიშვილს წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურმა ეტლი გადასცა;თუმცა დაზიანებული ეტლის სანაცვლოდ, ახალ ეტლზე ან სხვა ტიპის დახმარებაზე ჩერქეზიშვილს განაცხადი არ წარმოუდგენია. სამწუხაროდ, ის მოკლებულია განცხადების დაწერის შესაძლებლობას. განცხადებით მან უნდა მიმართოს ნატანების ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს, რომელიც მოახდენს შემდგომ რეაგირებას. რაც შეეხება, მის საცხოვრებელ პირობებს, გიორგი ჩერქეზიშვილს აქვს საკუთარი სახლი, თუმცა ოჯახის წევრებთან კონფლიქტური სიტუაციის გამო, დაზიანებულ დამხმარე ნაგებობაში ცხოვრობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია. ჩერქეზიშვილი რეგისტრირებულია ერთიან ბაზაში და შესაძლებლობის გაჩენისთანავე მუნიციპალიტეტი დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციას მოახდენს",_ აცხადებენ გამგეობაში.


სოციალური მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ჩერქეზიშვილის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, მაგრამ, სამწუხაროდ, დახმარებას ვერ გაუწევენ. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მისი სარეიტინგო ქულა დახმარების საშუალებას არ იძლევა.


"გიორგი ჩერქეზიშვილს საარსებო შემწეობის გაცემა შეუწყდა 2014 წელს გეგმა- გრაფიკით გადამოწმების შემდეგ. წელს ოჯახი გადამოწმდა ორჯერ, ამჯერად მისი სარეიტინგო ქულა ოდნავ აღემატება სოციალურად დაუცველთა შეფასების მეთოდოლოგიით განსაზღვრულ ზედა ზღვარს. ანუ მისი სარეიტინგო ქულა, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს ფულად საარსებო შემწეობას, თუმცა, ის სარგებლობს სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე როგორც შშმ პირი ის იღებს სოციალურ პაკეტს - 180 ლარს. მოგეხსენებათ, როცა სოცაგენტის მიერ ივსება დეკლარაცია, მასში იწერება სხვადასხვა მონაცემი, რასაც ოჯახის წევრები უთითებენ. ყველა ეს მონაცემი გარკვეულ გარკვეულ გავლენას ახდენს სარეიტინგო ქულის ფორმირებაზე. ამ ბენეფიციარს დაფიქსირებული აქვს პენსია, მიწის ნაკვეთი, მცირე ზომის სახლი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, მცირეოდენი არარეგულარული შემოსავალი მუნიციპალიტეტიდან და ასევე ორი მასთან არმცხოვრები შვილი, რომლებიც მის პოტენციურ დამხმარეებად ითვლებიან... ჩვენ გვესმის, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, მაგრამ, სამწუხაროდ, სარეიტინგო ქულის დათვლისას ყოველგვარი სუბიექტური ფაქტორები გამორიცხულია და პროგრამულად ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვიდა ეს სარეიტინგო ქულა, რაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ დახმარების მისაღებად საკმარისი არ არის", _ აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100