სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრები ავსტრიაში ვარჯიშობს

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გენერალური სპონსორის კომპანია "სილქნეტის“ მხარდაჭერით, 2016-2017 წლის ზამთრის სეზონი ავსტრიაში ვარჯიშით გახსნეს.

ამჟამად საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრები ავსტრიაში იმყოფება. ქართველი მოთხილამურეები ჰინტერტუქსის მყინვარზე ვარჯიშობენ. მათ რამდენიმე დღის წინ ახალი სათხილამურო ინვენტარი გადაეცათ. ჩვენი სპორტსმენები 2017 წლის სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც თებერვალში გაიმართება. მანამდე კი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში, მსოფლიო თასისა და საქართველოს თასის რამდენიმე ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს სამთო-მოთხილამურეებს საქართველოს სათხილამურო ფედერაციიდან დელეგაცია ეწვია. ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა - გიორგი რამიშვილმა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა - ზურაბ კოსტავამ და ვეტერანმა სპორტსმენმა - გიორგი გურაბანიძემ მოთხილამურეებთან ერთად ისრიალეს.
სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები სეზონის გახსნის ვარჯიშს დაესწრნენ და სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს.

სახელმწიფოსთან ერთად მოთხილამურეების წარმატებისათვის, ბოლო 8 წლის განმავლობაში უანგაროდ ზრუნავს კერძო კომპანია „სილქნეტი“.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მზად არის ითანამშრომლოს ყველა ორგანიზაციასთან, რათა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარებისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100