სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტომ ჰენქსი „სათამაშოების ისტორიის“ მეოთხე ნაწილს შექმნის

სტუდია „Pixar“ „სათამაშოების ისტორიის“ მეოთხე ნაწილს შექმნის. აღნიშნული ინფორმაცია ტომ ჰენქსმა გაავრცელა. მისი თქმით, ახალ ნაწილზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„სათამაშოების ისტორიის“ დანარჩენ სამ ნაწილში, ტომ ჰენქსმა სათამაშო ვუდი გაახმოვანა, რომელიც ანიმაციური ფილმის მთავარი გმირია. პირველი ნაწილი 1995 წელს შეიქმნა, მეორე - 1999 წელს, მესამე კი 2010 წელს. სამივე ნაწილი კრიტიკოსების სიყვარულითა და ამავდროულად, პოპულარობით სარგებლობდა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ მესამე ნაწილმა შეძლო გაყიდვების შედეგად, მილიარდი ამერიკული დოლარს გადაჭარბება.

„სათამაშოების ისტორიის“ მესამე ნაწილი „ოსკარის“ დაჯილდოვებაზე ხუთ ნომინაციაში იღებდა მონაწილეობას და ორი ჯილდოს მოპოვება შეძლო. „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი“ და „საუკეთესო სიმღერა“. აღსანიშნავია, რომ ამ მულტფილმის გაგრძელებას და ახალ ნაწილს აღარავინ მოელოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100