სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარმანია: კარგად მიდის გენერალური გეგმის მომზადების თაობაზე გამოცხადებული კონკურსის პროცესი

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების კონკურსზე ისაუბრა.

დავით ნარმანიას განცხადებით, მერიაში ათზე მეტი საკონკურსო განაცხადია შემოტანილი და მათგან საკონკურსო კომისიამ საუკეთესო წინადადებები შეარჩია. კონკურსის შედეგების პრეზენტაცია მომდევნო კვირას, პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოზე გაიმართება.

„ძალიან კარგად მიდის გენერალური გეგმის მომზადების თაობაზე გამოცხადებული კონკურსის პროცესი. ათზე მეტი განაცხადი იყო შემოტანილი. კომისიამ პირველ ეტაპზე შეარჩია საუკეთესო წინადადებები. პროცესში ჩაერთო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC, რომელიც აქტიურად მუშაობს ჩვენთან ერთად. მომდევნო კვირას პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოზე გვექნება შედეგების პრეზენტაცია. გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება კონტრაქტი და გენერალურ გეგმაზე დაიწყება ინტენსიური მუშაობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100