ანი ლორაკი ძიძაზე უარს ამბობს
ანი ლორაკმა ძიძაზე უარი თქვა. მომღერალმა გადაწყვიტა ეკონომია გააკეთოს და ბავშვი, დამხმარე ქალის ნაცვლად საკუთარ დედას გააზრდევინოს. პატარა სოფიას 4 საათში ერთხელ ჭამა უნდა, მაგრამ ეს ლორაკს არ აშინებს. მან ოჯახის წევრებს უკვე მისცა დავალებები და როცა თავად კონცერტებსა და მსგავს ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, სიდედრთან ერთად პამპერსებითა და რძის ბოთლებით, ლორაკის მეუღლე მურატ ნალკაჯიოღლუც დაკავდება.
მომღერლის დედამ ეს შეთავაზება სიხარულით მიიღო, მურატი კი ჯერჯერობით არც სიხარულს გამოხატავს და არც უკმაყოფილებას. დავალების შესრულებას სიძე-სიდედრი ძალიან მალე შეუდგებიან. ანი ლორაკი ფესტივალ “ახალ ტალღაში” მონაწილეობის მისაღებად ემზადება და ოჯახის, ალბათ, არცთუ მცირე ხნით მიტოვება მოუწევს.
კომენტარი