სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩილ კბილაშვილი: „კომპანიამ საქმიანობა კანონის სრული დაცვით განაახლა“

როგორც კომპანია „RMG Gold“-ის სამართლებრივმა მრჩეველმა განმარტა, „საქართველოს კანონითკულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ გათვალისწინებულია უძრავი არქეოლოგიური ობიექტის აღება-დაშლის წესი“.

"კერძოდ, ეს განსაზღვრულია კანონის მე-13 მუხლით. ამ მუხლის თანახმად, უძრავი არქეოლოგიური ობიექტის აღება-დაშლა შესაძლებელია კულტურის სამინისტროსთან ან კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით, თუკი ობიექტი სრულადაა გათხრილი და შესწავლილი და არ არსებობს საკმარისი საფუძველი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებისთვის. მოცემულ შემთხვევაში ორივე წინაპირობა დაკმაყოფილებული იყო. კერძოდ, ობიექტის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად იყო შესწავლილი და გათხრილი და ეს ქართულ-გერმანული ექსპედიციის ანგარიშებით დასტუდებოდა, ასევე დასტურდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით, ხოლო რაც შეეხება ობიექტის სხვა ნაწილს, მისი არქეოლოგიური შესწავლა შეუძლებელი იყო და შეუთავსებელი ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან, რასაც ადასტურებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი გეოლოგ-ექსპერტის მიერ გაცემული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე სრულად იქნა შესრულებლი პირველი დანაწესი კანონის, რომელიც დაშლის წინაპირობად ობიექტის სრულ შესწავლას მოითხოვს“, - განაცხადა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე საკითხი, რასაც კანონი ადგენს, მდგომარეობს იმაში, რომ ობიექტის სრულად შესწავლის გარდა, არ უნდა არსებობდეს საკმარისი საფუძველი მისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად.

„საქართველოში არსებობს ორი ორგანო, ვისაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების შესახებ. ერთი ეს არის კულტურის მინისტთან არსებული საბჭო, ხოლო მეორეა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული შესაბამისი სექცია. მოცემულ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისმა სექციამ იმსჯელა ყველა ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალების საფუძველზე ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების შესახებ და ჩემთვის ცნობილია ის, რომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის არ მინიჭების შესახებ“, - განაცხადა კბილაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100