რატომ გაუტეხეს მარკ ცუკენბერს პირადი ფეისბუქ გვერდი პალესტინიდან?
პალესტინელმა ჰაკერმა ჰალიპ შტარეჰმა მარკ ცუკენბერგის (ფესიბუქის დამფუძნებლის) პირადი ფეისბუქ გვერდი გატეხა. აღნიშნული ქმედება ბოროტ მიზნებს არ ემსახურებოდა, ჰაკერს ხოლოდ და მხოლოდ იმის დამტკიცება სურდა, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქის სისტემაში შეცდომა აღმოაჩინა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ჰალიპ შტარეჰმა ფეისბუქში აღმოაჩინა დეფექტი, რომლის საშუალებითაც კომპიუტერის მცოდნე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დატოვოს პოსტი იმ ადამიანის გვერდზე, რომელიც მის მეგობრებში არ არის. აღნიშნულის შესახებ შტარეჰმა ფეისბუქის ადმინისტრაციას წერილობით აცნობა და იმედი ჰქონდა, რომ მიიღებდა 500 დოლარის ოდენობის ჯილდოს, რომელიც ფეისბუქს დაწესებული აქვს ყველა იმ ადამიანისთვის რომელიც მათ სისტემაში რაიმე სახის დეფექტს აღმოაჩენს.
პირველ წერილზე ფესიბუქის ადმინისტრაციამ შტარეჰს საერთოდ არ უპასუხა, მეორე წერილზე კი პალესტინელმა ჰაკერმა მიიღო პასუხი, რომ ის ცდებოდა, ფეისბუქმა შტაჰერის აღმოჩენილი დეფექტი არ გამოასწორა და არც დაწესებული ჯილდო 500 დოლარი არ გადაიხადა.
საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად ჰალიპ შტარეჰმა თავად ცუკენბერგის პირადი გვერდი გატეხა და მის კედელზე შეტყობინება დატოვა. რის შემდეგაც ფეისბუქის ადმინისტრაცია შეშფოთდა და აღნიშნული დეფექტი გამოასწორა თუმცა პალესტინელ ჰაკრს ფული არ გადაუხადეს, „მან ფეისბუქის მომხმარებელთა წესები დაარღვია“-ეს გახლდათ სოციალური ქსელის ადმინისტრაციის არგუმენტი.
თუმცა პალესტინელი ჰაკერით დაინტერესდა კიბერუსაფრთხოების ფირმის BeyondTrust-ს ტექნიკური დირექტორი, მარკ მაიფრეტი რომელმაც საკუთარი მეგობარი ჰაკერების მობილიზება მოახდინა და ჰალიპ შტარეჰისთვის 500 დოლარის ნაცვლად 10 ათასი დოლარის შეგროვება დაიწყო.
„ის ზის სადღაც პალესტინაში, 5 წლის წინ გამოშვებული ნახევრად დამტვრეული ნოუთბუქით და იპოვა ასეთი შეცდომა. ვთვლი, რომ ეს თანხა მას უკეთესი მომავლის კარს გაუღებს“-განაცხადა მაიფრეტმა. პლესტინელი ჰაკერისთვის გადასაცემი თანხის უმეტესი ნაწილი 9 ათსი დოლარი უკვე შეგგროვილია, აქედან 2 ათასი მაიფრეტმა საკუთარი ჯიბიდან დადო. როგორც კი თანხა 10 ათასი დოლარს მიაღწევს, მას პალესტინელ ჰაკერს გადაუგზავნიან.
კომენტარი