სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავღანეთში შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და 9 დაიჭრა.

დღეს ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზაზე თალიბების მორიგი შეტევა განხორციელდა, რომლის დროსაც შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰელმანდში, ქართველი ჯარისკაცების ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა სატვირთო ავტომანქანა ააფეთქა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ირაკლი ძნელაძემ გააკეთა. მისი თქმით, 9 დაჭრლი ჯარისკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო ორი ჯარისკაცი მოყოლილია ნანგრევებქვეშ და მათი ამოყვანისთვის სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაღუპულთა შორის არიან: კაპრალი ორთავაძე თეიმურაზი, კაპრალი ადამოვი გიორგი, რიგითი ნათელაშვილი გიორგი, რიგითი ნარინდოშვილი მიხეილი, ცუგოშვილი ბორისი, სულხანიშვილი ზვიადი, გურგენაშვილი გიორგი

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, 7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა ჰელმანდის პროვინციაში დღეს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო მიიღო, რომელსაც საქართველოს 6 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. გლოვის ნიშნად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100